"შევამჩნიე, რომ ახალი ბოლიდი უფრო მომთხოვნია ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით, ვიდრე მისი წინამორბედი. ის გაცილებით სწრაფია მოსახვეებში. გადატვირთვა, რომელსაც გრძნობ კისრის არეში და მთლიანად სხეულში, გაცილებით მაღალია. ამ ორი დღის განმავლობაში ბევრი ნაიარევი და სისხლჩაქცევა მივიღე, რაც ადრე არასოდეს არ მქონია. ფიზიკურად შესანიშნავად ვგრძნობ თავს, თუმცა მხოლოდ ნახევარი დღე ვიმუშავე. საკმარისად ვვარჯიშობდი ზამთარში, ასე რომ, ყველაფრისთვის მზად ვარ.
უკვე კარგად ვგრძნობ ბოლიდს. ვფიქრობ, რამდენიმე
* * *
გუშინ, ბარსელონაში წინასასეზონო ტესტების მესამე დღე იყო. მართალია, ტექნიკური პრობლემები ამჯერადაც ვიხილეთ, მაგრამ მაინც ყველა გუნდმა შეძლო დიდი დისტანციის გავლა. სამ გუნდში - "მერსედესში", "რენოსა" და "ტორო როსოში" ორ-ორმა პილოტმა იმუშავა.
პირველ ორ დღეში სამ ძრავის გამოცვლის შემდეგ, "მაკლარენში გუშინ შეძლეს ნორმალურად მუშაობა და ბრიტანული საჯინიბოსთვიმს მესამე ყველაზე წარმატებული გამოდგა.
"რედ ბულის" საჭესთან იჯდა დანიელ რიკარდო. საღამოს ავსტრიული საჯინიბოს მუშაობა შეფერხდა გამოსაბოლქვი სისტემის პრობლემების გამო, მაგრამ სესიის დასრულებამდე რიკარდომ შეძლო ტრასაზე დაბრუნება.
"ფერარიში" მუშაობდა სებასტიან ფეტელი. ისევე, როგორც პირველ დღეს, გერმანელი ლიდერი გახდა გავლილი დისტანციის მიხედვით - მან 600 კილომეტრზე მეტი დაფარა და დღის მეორე დრო დააფიქსირა.
რაც შეეხება "მერსედესს", ორი დღის წინ, ვალტერი ბოტასმა წარმატებით გაიარა რბოლის იმიტაცია, გუშინ კი იგივე გააკეთა ლუის ჰემილტონმა. დილით, ბოტასი რბილი საბურავით მუშაობდა, საწვავის ნაკლები რაოდენობით და ამის წყალობით, დღის საუკეთესო დრო აჩვენა - ერთი წუთი და 19.705 წამი. ეს ამ ტესტების რეკორდია, მაგრამ ჩამორჩება ფელიპე მასას აბსოლუტურ რეკორდს - 1.18,339 (2008 წელი).
დღეს, ბარსელონაში ტესტების ფინალური დღეა. "პირელის" თხოვნით, ასფალტს მორწყავენ საშუალედო და წვიმის საბურავებზე სამუშაოდ.
IV დღე
1. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) 1.19,705 (75 წრე)
2. სებასტიან ფეტელი (ფერარი) +0,247 (139)
3. დანიელ რიკარდო (რედ ბული) +1,448 (70)
4. ჯოლიონ პალმერი (რენო) +1,691 (51)
5. ნიკო ჰიულკენბერგი (რენო) +2,086 (42)
6. მარკუს ერიქსონი (ზაუბერი) +2,119 (126)
7. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) +2,385 (95)
8. რომენ გროსჟანი (ჰაასი) +2,413 (56)
9. ლენს სტროლი (უილიამსი) +2,646 (98)
10. ფერნანდო ალონსო (მაკლარენი) +2,893 (72)
11. კარლოს საინსი (ტორო როსო) +3,835 (32)
12. ალფონსო სელისი (ფორს ინდია) +3,863 (71)
13. დანიილ კვიატი (ტორო როსო) +4,247 (31)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"