ფინელმა პოულიდან აიღო სტარტი და ლიდერობა ფინიშამდე არავის დაუთმო, რითაც სეზონში მეორე გამარჯვებას მიაღწია. მეორე ადგილზე გავიდა "ფერარის" პილოტი სებასტიან ფეტელი 0,6-წამიანი ჩამორჩენით, მესამეზე - "რედ ბულის" წევრი დანიელ რიკარდო. მხოლოდ მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა "მერსედესის" მეორე პილოტი ლუის ჰემილტონი.
საერთო ჩათვლაში ფეტელმა გაზარდა უპირატესობა ჰემილტონთან 20 ქულამდე - გერმანელს 171 ქულა აქვს, ბრიტანელს - 151. ჰემილტონთან 15 ქულამდე შეამცირა სხვაობა
შემდეგი ეტაპი ერთი კვირის შემდეგ, ბრიტანეთში გაიმართება.
რბოლის სტენოგრამა
- ბოტასმა შესანიშნავი სტარტი აიღო და ლიდერობა შეინარჩუნა. ფინელზე ეჭვი მიიტანეს, რომ რესტარტი ჰქონდა, მაგრამ საერთაშორისო ფედერაციამ დარღვევა ვერ იპოვნა.
- კვიატის მკვეთრი დამუხრუჭების გამო, რუსი ალონსოს დაეჯახა, ეს უკანასკნელი - ფერსტაპენს. შეჯახების შემდეგ, სამივენი ბოქსებში გაემართნენ და მათგან რბოლის გაგრძელება მხოლოდ კვიატმა მოახერხა.
- პირველი ათეული ორი წრის შემდეგ: ბოტასი - ფეტელი - რიკარდო - რაიკონენი - გროსჟანი - პერესი - ჰემილტონი - ოკონი - მასა - სტროლი.
- მეექვსე წრეზე ჰემილტონმა პერესს გაუსწრო, მერვეზე - გროსჟანს და მეხუთე ადგილზე გადავიდა.
- ბოტასი თანდათან დაშორდა ფეტელს - მე-14 წრისთვის მისი უპირატესობა ხუთი წამი იყო.
- ჰემილტონი შესატევ მანძილზე მიუახლოვდა რაიკონენს, მაგრამ სიჩქარეში სხვაობა მცირე იყო და არ იძლეოდა პოზიციისთვის ბრძოლის საშუალებას.
- პირველი ათეული 32-ე წრის შემდეგ: ბოტასი - ფეტელი - რიკარდო - რაიკონენი - გროსჟანი - პერესი - ჰემილტონი - ოკონი - მასა - სტროლი.
- 32-ე წრეზე ჰემილტონმა საბურავი შეცვალა და ტემპი გაზარდა, რითაც სცადა რაიკონენის გასწრება ადრეული პიტსტოპის საშუალებით, მაგრამ "ფერარიმ" დატოვა კიმი ტრასაზე.
- რბოლის ლიდერმა ბოტასმა 42-ე წრეზე შეასრულა პიტსტოპი და მეორე პოზიციაზე დაბრუნდა ტრასაზე - რაიკონენის უკან, რომელსაც ჯერ არ ჰქონდა შესრულებული პიტსტოპი. ბოტასი თანდათან ამცირებდა სხვაობას და 44-ე წრეზე ისევ ლიდერი გახდა.
- რაიკონენი ბოქსებში 45-ე წრეზე შევიდა. პირველი ათეული 50-ე წრის შემდეგ: ბოტასი - ფეტელი - რიკარდო - ჰემილტონი - რაიკონენი - გროსჟანი - პერესი - ოკონი - მასა - სტროლი.
- ჰემილტონმა შეამცირა სხვაობა რიკარდოსთან და 70-ე წრეზე შეუტია, მაგრამ წინ გასვლის ერთადერთი შანსი ვერ გამოიყენა. ბოლო წრეებზე ფეტელმაც გაზარდა ტემპი და ბოტასს დაეწია, მაგრამ ფინიშის ხაზი ვალტერიმ პირველმა გადაკვეთა.
ავსტრიის გრანპრი
შპილბერგი. 71 წრე, 307.020 კმ
1(1). ვალტერი ბოტასი (ფინ, მერსედესი) 1:21.48,527
2(2). სებასტიან ფეტელი (გერ, ფერარი) +0,658
3(4). დანიელ რიკარდო (ავსტრა, რედ ბული) +6,012
4(8). ლუის ჰემილტონი (ბრიტ, მერსედესი) +7,430
5(3). კიმი რაიკონენი (ფინ, ფერარი) +20,370
6(6). რომენ გროსჟანი (საფ, ჰაასი) +73,160
7(7). სერხიო პერესი (მექ, ფორს ინდია) 1 წრე
8(9). ესტებან ოკონი (საფ, ფორს ინდია) 1 წრე
9(17). ფელიპე მასა (ბრა, უილიამსი) 1 წრე
10(18). ლენს სტროლი (კან, უილიამსი) 1 წრე
11(16). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ, რენო) 1 წრე
12(13). სტოფელ ვარნდორნი (ბელ, მაკლარენი) 1 წრე
13(11). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ, რენო) 1 წრე
14(20). პასკალ ვერლაინი (გერ, ზაუბერი) 1 წრე
15(19). მარკუს ერიქსონი (შვედ, ზაუბერი) 2 წრე
16(14). დანიილ კვიატი (რუს, ტორო როსო) 3 წრე
ფინიშზე ვერ მივიდნენ
17(12). ფერნანდო ალონსო (ესპ, მაკლარენი) 1 წრე
18(5). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ, რედ ბული) 1 წრე
19(15). კევინ მაგნუსენი (დან, ჰაასი) 30 წრე
20(10). კარლო საინსი (ესპ, ტორო როსო) 46 წრე
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი - 171 (3 მოგება)
2. ლუის ჰემილტონი - 151 (3)
3. ვალტერი ბოტასი - 136 (2)
4. დანიელ რიკარდო - 107 (1)
5. კიმი რაიკონენი - 83
6. სერხიო პერესი - 50
7. მაქს ფერსტაპენი - 45
8. ესტებან ოკონი - 39
9. კარლოს საინსი - 29
10. ფელიპე მასა - 22
11. ლენს სტროლი - 18
11. ნიკო ჰიულკენბერგი - 18
11. რომენ გროსჟანი - 18
14. კევინ მაგნუსენი - 11
15. პასკალ ვერლაინი - 5
16. დანიილ კვიატი - 4
17. ფერნანდო ალონსო - 2
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 287
2. ფერარი - 254
3. რედ ბული - 152
4. ფორს ინდია - 89
5. უილიამსი - 40
6. ტორო როსი - 33
7. ჰაასი - 29
8. რენო - 18
9. ზაუბერი - 5
10. მაკლარენი - 2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"