"მერსედეს გრან-პრის" პილოტმა მიხაელ შუმახერმა განაცხადა, რომ ავტოსპორტის მოყვარულებმა ყურადღება არ უნდა მიაქციონ ბოლოდროინდელ ჭორებს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს სულ მალე დიდი სპორტიდან წასვლას უწინასწარმეტყველებენ. შუმის თქმით, ის არც დაფიქრებულა კარიერის დასრულებაზე და უახლოეს სამ წელიწადში ფორმულა 1-ში დასახული მიზნის მიღწევას აპირებს. სწორედ ასეთი ხანგრძლივობისაა გერმანელის კონტრაქტი "მერსედესთან".
"არ გადამიფიქრებია უახლოეს სამ წელიწადში დაგეგმილი მიზნების მიღწევა, - ამბობს 41 წლის შუმი. - რა თქმა უნდა, მიმდინარე შედეგებით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ არც ველოდებოდი, რომ პირველივე სეზონში გავასწრებდი ყველა მეტოქეს. თავს