ფორმულა 1-ის ქართველი ქომაგი რბოლებზე დასასწრებ ბილეთებს განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძენს

AutoSharing Option
23-25 ივნისს, აზერბაიჯანის დედაქალაქი ფორმულა 1-ის ის მორიგ ეტაპს უმასპინძლებს.

ბაქოში ფორმულა 1-ის გრანპრი უკვე მეორედ ტარდება. ბაქოს ფორმულა 1-ის გრანპრი პირველად 2016 წლის ზაფხულში ჩატარდა. ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია რეგიონის მოსახლეობაში და დიდი წარმატებითაც ჩაიარა. 

2016 წელს ფორმულა 1-ის ბაქოს გრანპრის დახურვის ცერემონიალზე ისეთი ცნობილი მომღერლები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან: ენრიკე იგლესიასი, კრის ბრაუნი და ფარელ ვილიამსი. 2017 წლის კონცერტების ლაინ-აფი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, საორგანიზაციო ჯგუფი არანაკლებ შოუებს და ვარსკვლავებს ჰპირდება ფორმულა 1-ისა და ქალაქის სტუმრებს.

წელს ამ
გრანდიოზულ სპორტულ მოვლენაზე დასასწრები ბილეთები საქართველოშიც გაიყიდება.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: tkt.ge/f1

საორგანიზაციო ჯგუფთან რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკების შედეგად tkt.ge გახდა საქართველოში აღნიშნული ღონისძიების ექსკლუზიური გამყიდველი და რაც ყველაზე მთავარია, ქართველ მყიდველს ბილეთების შეძენა სტანდარტულთან შედარებით 10-15% იაფად შეეძლება. 

ბილეთების მფლობელებს საშუალება ექნებათ, 23-25 ივნისი ჩათვლით - 3 დღის მანძილზე დაესწრონ პრაქტიკას, საკვალიფიკაციო რბოლასა და ძირითად რბოლას. 

ამასთან ერთად, ბილეთის საფასურში შედის 3 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს მეგა-კონცერტზე დასწრების უფლება, რომელსაც ორგანიზატორები სპეციალურად უწყობენ ფორმულა 1-ის მოყვარულებს. 

ბილეთის ფასები, ადგილებიდან გამომდინარე, 260-დან 385 ლარამდე მერყეობს.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: tkt.ge/f1
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული