ფორმულა 1: რევანშის დრო სოჭში?

AutoSharing Option
რუსეთი თავის ისტორიაში მეოთხე გრანპრისთვის ემზადება. ჩინეთში გამარჯვების შემდეგ, სებასტიან ფეტელმა დაიბრუნა ლიდერობა საერთო ჩათვლაში, მაგრამ წინა სამი წლის განმავლობაში, სოჭში "მერსედესს" კონკურენცია ვერავინ გაუწია და გერმანულ საჯინიბოს აქვს შანსი - პირველ ადგილზე გადავიდეს.

გასულ სამ სეზონში, "მერსედესს" სოჭში სამი პოული და სამი გამარჯვება ჰქონდა. იქაური ავტოდრომის გრძელ სწორ მონაკვეთებს და ჩქაროსნულ მახასიათებლებს პირველ პლანზე გამოჰყავს ძრავის სიმძლავრე. ამიტომაც, სტარტის წინ, ფავორიტად "მერსედესი" მოსჩანს.

თუმცა, თავად გერმანელები არ ჩქარობენ მოსალოდნელი გამარჯვების ზეიმს. "ბაჰრეინში" "ფერარის" გამარჯვება - საგანგაშო ნიშანია, - ამბობს
"მერსედესის" ერთ-ერთი შეფი ნიკი ლაუდა. - ჩვეულებრივ, ვინც ბაჰრეინში იგებს, მომდევნო სამ რბოლაში უპირატესობას იღებს".

სოჭში, ტრადიციულად, "ფერარიც" კარგად გამოიყურება: ორი პოდიუმი ბოლო ორ გრანპრიზე. ამჯერად, "სკუდერიას" მხარეს შეიძლება იყოს სტრატეგიული უპირატესობა - SF70H უკეთ მუშაობს საბურავებთან.

რუსეთის გრანპრი
სოჭი
სიგრძე: 5848 მ.
წრეების რაოდენობა (დისტანცია): 53 (309.944 კმ)
საბურავები: სოფტი, სუპერსოფტი, ულტრასოფტი
მოსახვევი: 19
საწვავის ხარჯი: 1,89 კგ წრეზე
მაქსიმალური სიჩქარე: 348 კმ/სთ
გადაცემების გადართვა: 40-ჯერ წრეზე
DRS-ის ზონა: ორი
ტრასის რეკორდი (რბოლა): 1.39,094 (როსბერგი, "მერსედესი", 2016 წელი)
ტრასის რეკორდი (კვალიფიკაცია): 1.35,417 (როსბერგი, "მერსედესი", 2016 წელი)
რეკორდსმენი მოგებების რაოდენობით: ლუის ჰემილტონი - 2

ყველა გამარჯვებული
2016 - ნიკო როსბერგი (მარსედესი)
2015 - ლუის ჰემილტონი (მარსედესი)
2014 - ლუის ჰემილტონი (მარსედესი)

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი - 68 (2)
2. ლუის ჰემილტონი - 61 (1)
3. ვალტერი ბოტასი - 38
4. კიმი რაიკონენი - 34
5. მაქს ფერსტაპენი - 25
6. დანიელ რიკარდო - 22
7. ფელიპე მასა - 16
8. სერხიო პერესი - 14

უქმეების განრიგი
28 აპრილი, პარასკევი
12:00 - I პრაქტიკა
16:00 - II პრაქტიკა
29 აპრილი, შაბათი
13:00 - III პრაქტიკა
16:00 - კვალიფიკაცია
30 აპრილი, კვირა
16:00 - III პრაქტიკა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული