ფორმულა 1: "ფეტელი" "მერსედესს" მოლაპარაკებია

AutoSharing Option
"ფერარის" პილოტს სებასტიან ფეტელს უკვე გააჩნია წინასწარი შეთანხმება "მერსედესთან", რაც გულისხმობს მის შესაძლო გადასვლას გერმანულ საჯინიბოში 2018 წელს. ამას ამტკიცებს ჟურნალისტი ლეო ტურინი.

"არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ნიკო როსბერგის წასვლის შემდეგ, "მერსედესი" სებასტიანს დაუკავშირდა. წინასასეზონო ტესტების დროს, გუნდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ნიკი ლაუდამ მეგობრებს საიდუმლოდ უთხრა იმის შესახებ, რომ ფეტელს წინასწარი შეთანხმება ჰქონია გერმანელებთან მომავალი სეზონისთვის", - დაწერა ტურინიმ თავის ბლოგში.

* * *
ამასობაში, სებასტიანის უმცროსმა ძმამ - ფაბიანმა სარბოლო კარიერა დაიწყო. 18 წლის უმცროს ფეტელს დებიუტი ჰქონდა
Audi Sport TT Cup-ის სერიაში.
მრბოლელმა აღიარა, რომ არ ელოდა ჟურნალისტების მხრიდან ასეთ ყურადღებას.

"ნაწილობრივ მოლოდინი მქონდა, მაგრამ არა ასეთ ექსტრემალურ ფორმებში. თუმცა, შემიძლია გავუმკლავდე ასეთ ყურადღებას.

რა თქმა უნდა, სებასტიანთან კავშირი მაქვს, რადგან შეუძლებელია ავტოსპორტში უფრო გამოცდილი პილოტის პოვნა. მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ საკუთარი გზით მინდა წინ ვიარო. მინდა მოველაპარაკო ადამიანებს, რათა სეზონის ბოლოსთვის საჭირო თანხა მქონდეს. და დღეს, მე და მამაჩემი ვმუშაობთ ისე, როგორც ამას სხვა ნებისმიერ დამწყები პილოტი აკეთებს", - განაცხადა ფაბიან ფეტელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული