ფორმულა 1: დიდი გაყრა

AutoSharing Option
ბრიტანული საჯინიბო "მაკლარენი" და ძრავების მწარმოებელი "ჰონდა" ახლოს არიან ხელშეკრულების გაწყვეტასთან, - ამას ამტკიცებს გამოცემა Auto Bild. ასეთი სიტუაცია შეიქმნა 2017 წლის სეზონში, გუნდის ძალიან არადამაჯერებელი სტარტის გამო.

წყაროს ცნობით, გუნდის მფლობელი მანსურ ოიეხი და აღმასრულებელი დირექტორი ზაკ ბრაუნი უკვე შეხვდნენ ტოტო ვოლფს, რათა განიხილონ 2018 წელს "მერსედესთან" თანამშრომლობა.

ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ჰონდა" უარს იტყვის პარტნიორობის ნებაყოფლობით შეწყვეტაზე, "მაკლარენმა", შესაძლოა, სასამართლოში იჩივლოს გუნდის რეპუტაციაზე ზარალის მიყენების გამო. ამასთან, "მერსედესი" მზად არის დაეხმაროს "ჰონდას" ძრავის დახვეწაში, რათა იაპონულმა კომპანიამ
შეძლოს ფორმულა 1-ში დარჩენა და გაისად, "ზაუბერთან" თანამშრომლობა, რაც კონტრაქტით არის ნავარაუდები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული