ფორმულა 1: მეექვსე რაუნდი იწყება

AutoSharing Option
უახლოეს უქმეებზე, მონტე კარლოში გაგრძელდება ლუის ჰემილტონისა და სებასტიან ფეტელის ბრძოლა.

სეზონის ხუთმა პირველმა რბოლამ აჩვენა, რომ "მერსედესსა" და "ფერარის" შორის ბრძოლა თანაბარია. ორივე მხარეს საკმარისად აქვს უპირატესობებიც და ნაკლიც. მაგალითად, "მერსედესი" ერთ წრეზეა სწრაფი, "ფერარი" კი უკეთ ეპყრობა საბურავებს. მაგრამ, მონტე კარლოში სიმძლავრეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ასფალტი კი ძალიან მომთხოვნი არ არის საბურავების მიმართ. ასე რომ, ამჯერად, გრანდები ტრადიციული კოზირების გარეშე რჩებიან.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მონტე კარლოს მიხვეულ-მოხვეულ გზებზე "ფერარი" უკეთ უნდა გამოიყურებოდეს, რადგან წაგრძელებულ "მერსედესს" გაუჭირდება ვიწრო
მოსახვევებში. თუმცა, თავად გერმანელები ამაში პრობლემებს ვერ ხედავენ.

მხოლოდ ის უნდა დავამატოთ, რომ ბოლო ოთხი წელია, მონაკოში "მერსედესის"პილოტები იმარჯვებდნენ, რაც შეეხება "ფერარის", მას მონტე კარლოში უკვე 16 წელია არ მოუგია - მიხაელ შუმახერის ეპოქიდან მოყოლებული.

* * *
მოქმედ პილოტებს შორის, მონაკოში ერთზე მეტჯერ მხოლოდ ორ პილოტს მოუგია - ლუის ჰემილტონსა და ფერნანდო ალონსოს. და სანამ ეს უკანასკნელი ინდიანაპოლისში ცდის ძალებს, ბრიტანელს აქვს შესანიშნავი შანსი - მესამედ მოიგოს ევროპის ყველაზე პრესტიჟული რბოლა. ბარსელონაში მოგებით, ჰემილტონმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა გენერალურ კლასიფიკაციაში და დაგვანახა, რომ სრულად დაიბრუნა დაკარგული ფორმა.

ჰემილტონს გამოცდილება საკმარისზე მეტი აქვს - მონაკოში ჩატარებული რბოლების რაოდენობით მხოლოდ კიმი რაიკონენსა და ფელიპე მასას ჩამორჩება. ბრიტანელი ხუთჯერ ასულა აქ პოდიუმზე, მათ შორის, ბოლო სამ სეზონში ზედიზედ.

მონტე კარლოს გრანპრი
მონაკო
სიგრძე: 3337 მ.
წრეების რაოდენობა (დისტანცია): 78 (260 კმ)
საბურავები: სოფტი, სუპერსოფტი, ულტრასოფტი
DRS-ის ზონა: ერთი
ტრასის რეკორდი (რბოლა): 1.14,439 (მ. შუმახერი, "ფერარი", 2004 წელი)
ტრასის რეკორდი (კვალიფიკაცია): 1.13,532 (რაიკონენი, "მაკლარენი", 2006 წელი)
რეკორდსმენი მოგებების რაოდენობით: აირტონ სენა - 6

ბოლო 5 გამარჯვებული
2016 - ლუის ჰემილტონი (მერსედესი)
2015 - ნიკო როსბერგი (მერსედესი)
2014 - ნიკო როსბერგი (მერსედესი)
2013 - ნიკო როსბერგი (მერსედესი)
2012 - მარკ უებერი (რედ ბული)

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი - 104 (2)
2. ლუის ჰემილტონი - 98 (2)
3. ვალტერი ბოტასი - 63 (1)
4. კიმი რაიკონენი - 49
5. დანიელ რიკარდო - 37
6. მაქს ფერსტაპენი - 35
7. სერხიო პერესი - 34
8. ესტებან ოკონი - 19

უქმეების განრიგი
27 მაისი, შაბათი
13:00 - III პრაქტიკა
16:00 - კვალიფიკაცია
28 მაისი, კვირა
16:00 - III პრაქტიკა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული