ფორმულა 1: "მერსედესი" 2018-ში წავა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილი გუნდის "ჯორდანის" მეპატრონეს ედი ჯორდანს მიაჩნია, რომ "მერსედესი" 2018 წლის სეზონის შემდეგ შეწყვეტს გამოსვლას "სამეფო რბოლებში". ამის შესახებ ბრიტანელმა Auto Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ეს მაშინ მოხდა, როცა მას ასეთი შეკითხვა დაუსვეს - ელოდება თუ არა სებასტიან ფეტელის გადასვლას "ფერარიდან" "მერსედესში":

"არა. ფეტელს ყველაფერი აქვს "ფერარიში". გარდა ამისა, "მერსედესი", დიდი ალბათობით, დახურავს გუნდს 2018 წლის ბოლოს. მიმაჩნია, რომ ისინი მოიგებენ ტიტულს წელსაც და მომავალ სეზონშიც, რის შემდეგაც, შტუტგარტში დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს გუნდის გაყიდვას. შედეგად, "მერსედესი" ფორმულა 1-ში
დარჩება მხოლოდ ძრავების მიმწოდებლის რანგში.

მე სწორედ ასე მოვიქცეოდი. "მერსედესმა" უკვე მოიგო ყველაფერი, მეტის მიღწევა, უბრალოდ, შეუძლებელია. ასე რომ, უმჯობესი იქნება, თავის ძველ და ძირითად ბიზნესს დაუბრუნდეს, რომელიც ძრავების შემუშავებასა და მიწოდებაში მდგომარეობს.

~თუ ფეტელი ამას ხვდება, მაშინ აზრი არ აქვს "ფერარის" დატოვებას", - განაცხადა ჯორდანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული