კვალიფიკაცია
- მონრეალში პოულის მოგებით, ლუის ჰემილტონმა გაიმეორა აირტონ სენას შედეგი კარიერაში კვალიფიკაციაზე გამარჯვებების რაოდენობით. ბრაზილიელს ამისთვის 161 გრანპრის ჩატარება დასჭირდა, ბრიტანელს - 195. მიხაელ შუმახერის აბსოლუტური რეკორდის გამეორებისთვის, ლუისს კიდევ სამი პოულის მოპოვება სჭირდება.
1. მიხაელ შუმახერი - 68
2. აირტონ სენა - 65
2. ლუის ჰემილტონი - 65
4. სებასტიან ფეტელი - 47
5. ალენ პროსტი - 33
5. ჯიმ კლარკი - 33
7.
- კანადაში მეექვსე პოულის მოპოვებით, ლუის ჰემილტონმა გაიმეორა მონრეალში მიხაელ შუმახერის მიღწევა. ერთ ტრასაზე უფრო მეტი პოული მოპოვებული აქვთ - მიხაელ შუმახერს სუზუკაზე და აირტონ სენას - იმოლაზე - რვა-რვა.
რბოლა
- კანადის გრანპრის მოგებით, ლუის ჰემილტონმა კარიერაში 56-ე გამარჯვება მოიპოვა, აქედან 35 "მერსედესის" ბოლიდით. ამდენიმე გამარჯვება ჰქონდა აირტონ სენას "მაკლარენის" შემადგენლობაში.
- ჰემილტონის მოგება 260-ეა ბრიტანელი პილოტებისთვის ფორმულა 1-ში.
- ლუის ჰემილტონი მესამე პილოტია ისტორიაში მიხაელ შუმახერისა და აირტონ სენას შემდეგ, ვისაც ერთ ტრასაზე მინიმუმ ექვსი გამარჯვება აქვს მოპოვებული. შუმახერს რვა მოგება ჰქონდა საფრანგეთში, შვიდ-შვიდი კანადასა და სან მარინოში, ექვს-ექვსი - ბელგიაში, ესპანეთსა და იაპონიაში. სენამ ექვსჯერ მოიგო მონაკოში.
- ჰემილტონმა პოულიდან აიღო სტარტი, აჩვენა წრეზე საუკეთესო დრო, ლიდერობდა სტარტიდან ფინიშამდე და მოიგო რბოლა - ამით მან კარიერაში მეოთხე "დიდი სლემი" მოიპოვა. ამდენივე აქვთ აირტონ სენას, სებასტიან ფეტელს, ნაიჯელ მენსელსა და ჯეკი სტიუარტს.
- წელს, ლუის ჰემილტონს სამი მოგება აქვს და სამივე ჯერზე ჰეთ-თრიკი შეასრულა - პოულიდან აიღო სტარტი და წრეზე საუკეთესო დრო ჰქონდა.
- კანადაში ჰემილტონის პოდიუმი - მე-60 იყო ბრიტანელისთვის "მერსედესის" შემადგენლობაში.
- ვალტერი ბოტასმა მეორე ადგილი დაიკავა, რითაც "მერსედესმა" წლევანდელ სეზონში პირველი დუბლი შეასრულა. ფინელი პილოტი ზედიზედ მესამედ ავიდა კანადის გრანპრის პოდიუმზე.
- დანიელ რიკარდომ ბოლო სამ რბოლაში მესამე ადგილი დაიკავა და კარიერაში 21-ედ ავიდა პოდიუმზე.
- მეოთხე ადგილზე გასვლით, სებასტიან ფეტელმა შეწყვიტა ზედიზედ შვიდი პოდიუმისგან შემდგარი სერია. კანადაში გერმანელმა პილოტმა გადალახა კარიერაში 10 ათასი წრის ზღვარი.
- ლენს სტროლი მეცხრე ადგილზე გავიდა და ფორმულა 1-ში თავისი პირველი ქულები მოიპოვა.
- რომენ გროსჟანმა ზედიზედ მესამე რბოლაში მოიპოვა ქულები.
- ზუსტად 100 გრანპრი გავიდა "უილიამსის" ბოლო გამარჯვებიდან, რომელიც 2012 წელს, პასტორ მალდონადომ ესპანეთის გრანპრიზე მოიპოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"