
უსაფრთხოების მანქანის რეჟიმისას, რბოლის ლიდერმა ჰემილტონმა მოულოდნელად დაამუხრუჭა, რასაც არ ელოდა მის უკან მყოფი ფეტელი. გერმანელის ბოლიდი უკნიდან შეეხო კონკურენტის მანქანას. ამან სებასტიანი ძალიან გააბრაზა - მან უკნიდან კიდევ ერთხელ დაარტყმა ბრიტანელს, თან ხელებს ემოციურად იქნევდა. ჰემილტონმა არ შეიმჩნია ფეტელის ამგვარი რეაქცია.
"მასთან არანაირი პრობლემა არ გამაჩნია. ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც მრბოლელს, - განაცხადა ფეტელმა Autosport-თან კომენტ
შესაძლოა, მთლად ჭკვიანი ადამიანი არ ვარ, მაგრამ ნორმალური ხასიათი მაქვს. მზად ვარ გავარკვიო მასთან მომხდარი. თუმცა, გასარკვევი ბევრი არაფერია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"