"ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო, რომ ორი ტიტულოვანი პილოტის ცივილიზებული ბრძოლა ჩხუბში გადაიზრდებოდა, - წერს ჟილ რიჩარდსი The Guardian-დან. - ეს ინციდენტი, შესაძლოა, დანარჩენი სეზონისთვის მთლიანად განმსაზღვრელი გახდეს. ფეტელისა და ჰემილტონის ურთიერთობა, რომელიც ადრე ურთიერთპატივისცემაზე იყო აგებული, ახლა მკვეთრად გაუარესდა. ხელთათმანები ნასროლია, ჯარები ფრონტის ხაზზე განლაგდნენ".
ეპიზოდი, რომელსაც ჟურნალისტები განიხილავენ, ფაქტობრივად რბოლის მსვლელობისას დასრულდა - ფეტელმა
"ბრძოლა ტიტულისთვის ბინძური ხდება და ეს სებასტიან ფეტელის ბრალია, როგორც არ უნდა უარყოს აღნიშნული ფაქტი, - წერს BBC Sport-ის რედაქტორი ენდრიუ ბენსონი. - ბაქოში ბევრი შეჯახება ვნახეთ, მაგრამ კონტაქტი ფეტელსა და ჰემილტონს შორის განსაკუთრებული იყო. ერთმა პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება შეჯახებოდა მეორეს და შეგნებულად მიმართა მის მხარეს ბორბლები. დიახ, ეს მოხდა ნელ სიჩქარეზე, მაგრამ ასეთი საქციელი დაუშვებელია".
"მე რომ გზაზე ასე მოვქცეულიყავი, მაშინვე დამაპატიმრებდნენ. ფეტელის მხრიდან ეს ჩვეულებრივი მრისხანება იყო - გულწრფელი და უბრალო, - მიაჩნია ჯონათან მაკევოის The Daily Mail-დან. - მხდალმა მსაჯებმა ფეტელს 10-წამიანი ჯარიმა გამოუწერეს - არაადეკვატური სასჯელი იმ გამოხდომაზე, რომელიც მთელმა მსოფლიოს ნახა.
მისთვის შავი დროშა უნდა ეჩვენებინათ და დისკვალიფიკაცია მიეცათ, მაგრამ, საბოლოოდ, ჰემილტონზე ადრე მივიდა ფინიშთან და გაზარდა სხვაობა ჩემპიონატში. ფეტელი წყობიდან გამოვიდა და სხვა პილოტების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ჰქონდა რბოლის გაგრძელების უფლება".
* * *
იტალიაში სრულიად განსხვავებული სურათია. აპენინებზე ეჭვი არ ეპარებათ, რომ ჰემილტონმა შეგნებულად დაამუხრუჭა, რათა ფეტელის პროვოცირება მოეხდინა. "ტელემეტრია ამართლებს ლუისს, მაგრამ საღი აზრი - არა. სარბოლო ღმერთებმა დასაჯეს ჰემილტონი იმ ტექნიკური პრობლემის გამო, რამაც ბრიტანელს გამარჯვება წაართვა. ფეტელს რეაქცია ჰქონდა პროვოკაციაზე, არადა, შეეძლო იოლად მოეგო. სიტუაცია დაძაბულია - რჩება 12 რბოლა", - წერს La Corriere della Sera-ს კორესპონდენტი დანიელე სპარიჩი.
მისი კოლეგა La Gazzetta dello Sport-დან კიდევ უფრო შორს წავიდა. "გაგონილი გაქვთ მატერაცისა და ზიდანის ისტორია? მატერაციმ შეძლო ზიდანის პროვოცირება, ზინედინმა უპასუხა და მისთვის მატჩი დასრულდა. ჰემილტონი მატერაციზე უარესად მოიქცა, - ამბობს უმბერტო ძაპელონი. - ფეტელმა უპასუხა.
ზედმეტი მოუვიდა და ამისთვის ჯარიმა მიიღო. მართალია. მაგრამ ჰემილტონი არ დასაჯეს და ამით, მსაჯებმა შეცდომა დაუშვეს. თუმცა, ლუისსაც მოუწია ბოქსებში შესვლა, კისრის დამცავის გასასწორებლად და ამით გადაიხადა "მერსედესმა" საკმაოდ ძვირი თავისი უყურადღებობის გამო. საბოლოოდ, ფეტელმა ორი ქულა მოიგო ეტაპზე, მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლის მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით, არადა, დაძაბულობა უკვე პიკს აღწევს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"