ფორმულა 1: სასჯელი კიდევ იქნება?

AutoSharing Option
"ფერარის" პილოტმა სებასტიან ფეტელმა, შესაძლოა, დამატებითი სანქციები მიიღოს აზერბაიჯანის გრანპრის დროს მომხდარი ინციდენტისთვის, როცა გერმანელი უკნიდან შეგნებულად დაეჯახა "მერსედესის" პილოტს ლუის ჰემილტონს. რბოლის მსვლელობისას, სტიუარდებმა ფეტელი 10-წამიანი ჯარიმით დასაჯეს.

როგორც გერმანული გამოცემა Auto Motor und Sport წერს, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ტოდტი მიიჩნევს, ასეთი სასჯელი არასაკმარისია, ამიტომაც სურს ფეტელი ფედერაციის სასამართლოზე გამოიძახოს და მკაცრი სასჯელი გამოიყენოს ჩემპიონატის ლიდერის მიმართ - ლაპარაკია რამდენიმე რბოლის გამოტოვებაზეც კი. სხვათა შორის, შარშან, ფეტელმა თავიდან აიცილა სასამართლოში გამოძახება ფორმულა 1-ის სარბოლო დირექტორის ჩარლი უაიტინგის
შეურაცხყოფის შემდეგ.

გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის გრანპრის ოთხ მსაჯს უნდოდა ფეტელის დისკვალიფიკაცია, მაგრამ მათ თავი შეიკავეს მკაცრი გადაწყვეტილებისგან და 10-წამიანი ჯარიმით შემოიფარგლნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სანამ სტატიას დაწერთ რბოლას მაინც უყურეთ :) ფეტელი უკან "ძალით" შეჯახებისთვის არ დაუჯარიმებიათ :)
Tengo
12:54 29-06-2017
0

სიახლეები პოპულარული