ფორმულა 1: შუმი დიდების დარბაზში

AutoSharing Option
10 ივლისს, ფორმულა 1-ის ლეგენდარულ პილოტს, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს მიხაელ შუმახერს გერმანული სპორტის დიდების დარბაზში შეიყვანენ. საზეიმო ცერემონია ქალაქ მარბურგში გაიმართება.

შუმახერს ფორმულა 1-ში 91 გამარჯვება აქვს მოპოვებული და 155-ჯერ არის ასული პოდიუმზე. მან კარიერა 2012 წელს დაასრულა, 2013 წელს კი, თხილამურებით სრიალისას, თავის ქალის უმძიმესი ტრავმა მიიღო. ექიმებმა შეძლეს ავტოსპორტის ლეგენდის გადარჩენა, მაგრამ ბოლომდე მისი ჯანმრთელობის აღდგენა ვერ მოახერხეს.

შუმახერთან ერთად, დიდების დარბაზის წევრი გახდება ლეგენდარული ბიატლონისტი მაგდალენა ნოიერი. შეგახსენებთ, რომ ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, 12-ჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი
და სამჯერ მოიგო მსოფლიოს თასი. მან 2012 წელს, 25 წლის ასაკში დაასრულა კარიერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული