მენსელი გამოჯანმრთელდა

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრიტანელი ავტომრბოლი ნაიჯელ მენსელი აგრძელებს ლე მანის 24-საათიან რბოლაში მიღებული ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს...

ამ დაზიანების გამო ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონი გამოტოვებს "ლე მანის" სერიის პორტუგალიურ რბოლას, თუმცა 22 აგვისტოს უნგრეთის "ჰუნგარორინგზე" ბრიტანელს ტრასაზე ვიხილავთ.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ლე მანის ინციდენტის შემდეგ გამოჯანმრთელება მისურვა. ეს ძალიან დამეხმარა. მანქანა ძალიან კარგად მიდიოდა, მაგრამ საბურავის პრობლემებმა და შემდეგ მისმა აფეთქებამ ბარიერს მიმანარცხა", - იხსენებს ინციდენტს მენსელი.

"ფეხთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ყველაფერი წესრიგში მაქვს. ახლა უნგრეთში გასამართ რბოლას ველოდები. ასევე
ძალიან მინდა შინ ინგლისის გრან-პრიზე გამოსვლა - ყოველთვის მომწონდა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ტრასაზე გასვლა", - დაამატა ბრიტანელმა ავტომრბოლმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული