ავსტრიაში ფორმულა ბრუნდება?

AutoSharing Option
ავსტრიული გამოცემა Kleine Zeitung ინფორმაციით, ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდრიდან ერთ-ერთი აზიური გრან-პრის ამოღებასა და მის ნაცვლად ავსტრიული ეტაპის დაბრუნებას პირებს. ეს რბოლა სავარაუდოდ რეკონსტრუირებულ "A1-რინგზე" გაიმართება.

ბოლოს ავსტრიამ ფორმულა 1-ის ეტაპს 2003 წელს უმასპინძლა, თუმცა მოძველებული ტრასის გამო ამ ქვეყანაში რბოლა აღარ ჩატარებულა. ორი წლის წინ კონცერნ "რედ ბულის" შეფმა დიტრიხ მატეშიცმა "A1-რინგის" რეკონსტრუქცია გადაწყვიტა. ეს პროექტი 70 მილიონ ევროდ შეფასდა. განახლებულ კომპლექსში დაგეგმილია პიტლეინის ახალი შენობისა და ახალი ტრიბუნების მშენებლობა.
მაშინ მატეშიცი ამტკიცებდა, რომ
არ განიხილება ავსტრიაში ფორმულა 1-ის დაბრუნების საკითხი, თუმცა Kleine Zeitung ამტკიცებს, რომ ბერნი ექლსტოუნი "A1-რინგის" მიმართ სერიოზულ დაინტერესებას იჩენს.

მანამდე კი პირველი სერიოზული რბოლა, რომელიც განახლებულ ავტოდრომზე გაიმართება, DTM-ის სარბოლო სერიის ეტაპი იქნება. ის მომავალი წლის აპრილში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული