და აი, 21 აგვისტოს იტალიურმა პრესამ დაწერა, რომ პოლონელმა, შესაძლოა, ოქტომბერში გაიაროს ტესტები რალის მანქანით.
ჟურნალ Autosprint-ის ცნობით, პოლონელი საკმაოდ სწრაფი და თანამედროვე მანქანის - Peugeot 207 S2000-ის საჭეს მიუჯდება.
ამ ავტომობილით ტესტების გავლის საშუალებას მას საჯინიბო - Erreffe Rally Team მისცემს, რომელსაც აგოსტინი როდო ხელმძღვანელობს. სწორედ ამ გუნდის სახელით გამოდიოდა კუბიცა
მიუხედავად იმისა, რომ კუბიცა გაურბის პრესასთან შეხვედრას, ის აგრძელებს ნორმალურ ცხოვრებას და აქტიურად მონაწილეობს ავტოსპორტში, ოღონდ მაყურებლის რანგში.
ადრე ის შეამჩნიეს იტალიაში გამართულ რამდენიმე რბოლაზე, სადაც ავტომობილით მივიდა, რომელსაც დამოუკიდებლად მართავდა.
გარდა ამისა, პოლონელი უარს არ ამბობს ფანებთან ერთად ფოტოების გადაღებაზე, მაგრამ ყველა სურათში ის გულმოდგინედ მალავს სერიოზულად ტრავმირებულ მარჯვენა ხელს. ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ არსებობს იმის შესახებ, როდის ჩაატარებს კუბიცა ტესტებს ფორმულა 1-ის ბოლიდით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"