ავსტრიაში რბოლა არ იქნება

AutoSharing Option
როგორც უკვე ვწერდით, ვალენსიას გრან-პრის დროს გაჩნდა ჭორი იმის შესახებ, რომ ბერნი ექლსტოუნი 2011 წლისთვის კალენდარში ავსტრიის ეტაპის დაბრუნებას აპირებს, რომელიც ერთ-ერთ აზიურ რბოლას შეცვლის. "A1-რინგი" კალენდრიდან 2003 წელს ამოიღეს, მაგრამ 2008 წელს ტრასის მასშტაბური რეკონსტრუქცია დაიწყო, რომელიც "რედ ბულის" მფლობელმა დიტერ მატეშიცმა დააფინანსა.
მაგრამ მატეშიცმა შალზბურგერ Nachrichten-სთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო ავსტრიის გრან-პრის დაბრუნება:
"ეს სისულელეა. სამწუხაროდ, მსგავს ჭორებს გაზეთები სწრაფად აიტაცებენ ხოლმე. შემიძლია გითხრათ, რომ არც ბერნიმ და არც მე ამის შესახებ არაფერი ვიცით. ასეთ ჭორებს საფუძველი არ გააჩნია".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული