ტრაგედია კანადის გრანპრიზე - ამწემ მარშალს თავზე გადაუარა [VIDEO]

AutoSharing Option
კვირას, კანადის გრანპრიზე მომუშავე ერთ-ერთი მარშალი უბედური შემთხვევის მიზეზით დაიღუპა, - იტყობინება Autosport.

ეს მარშალი 10 წელია მუშაობდა ამწეზე რბოლების დროს. კვირას გამართული ეტაპისას ის თან ახლდა ტექნიკურ ჯგუფს, რომელსაც ტრასიდან ესტებან გუტიერესის ბოლიდის ევაკუაცია უნდა მოეხდინა.

რაღაც მომენტში მარშალი ამწეს საბურავებში ჩავარდა, მძღოლმა კი, რომელიც უკან მოძრაობდა, ვერ შეამჩნია წაქცეული, სვლა გააგრძელა და მამაკაცს თავზე გადაუარა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იქვე ახლოს იმყოფებოდა ექიმი, რომელიც დაზარალებულთან 30 წამის შემდეგ გაჩნდა.

მარშალი სასწრაფო დახმარების მანქანით ტრასის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, იქიდან კი ვერტმფრენით
უახლოეს ჰოსპიტალში, მაგრამ ექიმების ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"რედ ბულის" პირველი კანადური ტრიუმფი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული