კიმი რაიკონენი "რედ ბულში": ალბათობა დიდია

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის პილოტთა ბაზარზე მცირე პაუზაა, რის შემდეგაც, სავსებით შესაძლებელია, "აფეთქება" მოხდეს: რამდენიმე გუნდი ელოდება კიმი რაიკონენის გადაწყვეტილებას.

ჯერ კიდევ გაზაფხულზე გავრცელდა პირველი ჭორი იმის შესახებ, რომ ფინელით "რედ ბულია" დაინტერესებული. ავსტრიული საჯინიბო სწორედ კიმით ფიქრობს მარკ უებერის შეცვლა, რომლის კარიერა ფორმულა 1-ში, სავარაუდოდ, დასასრულს მიუახლოვდა. ფინური ტელეკომპანიის MTV3-ის ჟურნალისტი ოსკარი საარი ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

"რედ ბულის" კონსულტანტმა ჰელმუტ მარკომ კანადაში ხაზი გაუსვა იმას, რომ საკადრო გადაწყვეტილებებს აგვისტოში, საზაფხულო შესვენების დროს მიიღებენ, - განაცხადა საარიმ.
ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს გუნდი დაინტერესებულია კიმი რაიკონენის სამსახურით. არც ის და არც სებასტიან ფეტელი აბსოლუტურად არ ღელავე
ნ იმის გამო, რომ შეიძლება თანაგუნდელები გახდნენ და ორივე შესანიშნავად აცნობიერებს, რომ საქმე ექნება ძალიან ძლიერ კონკურენტთან.

მაგრამ რატომ მაინცდამაინც კიმი? პრინციპში, "რედ ბულში" იმედოვნებენ, რომ "ტორო როსოს" პილოტები პროფესიული თვალსაზრისით ფეტელის დონემდე გაიზრდებიან, მაგრამ ჯერჯერობით ისინი აქამდე არ მისულან. კარგი ბიჭები არიან, მაგრამ არასაკმარისად კარგი პილოტები.

ფეტელმა ახლახან გააგრძელა კონტრაქტი "რედ ბულთან" 2015 წლის ბოლომდე. რაიკონენისთვის ყოველთვის სულერთი იყო – ვინ იქნებოდა მისი თანაგუნდელი. მიუხედავად ამისა, სებასტიანი ერთ-ერთია იმ იშვიათ პილოტთაგან, ვისთანაც კიმი სარბოლო ტრასების მიღმა ატარებს უქმეებს. ეს ჯერ არაფერზე ლაპარაკობს, მაგრამ ნამდვილად არ უშლის საქმეს ხელს.

მიმაჩნია, რომ "რედ ბული" ყველაფერს გააკეთებს კიმის გადასაბირებლად, მაგრამ თავად პილოტი არ იჩქარებს კონტრაქტის მოკლე დროში გაფორმებას. თუ სიტუაცია წარმატებით განვითარდა, ის საუკეთესოს აირჩევს რამდენიმე ვარიანტიდან. მაგრამ ამ მომენტისთვის მიმაჩნია, რომ კიმის "რედ ბულში" გადასვლის ალბათობა ძალიან მაღალია - ეს სავსებით ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1-ის სეზონი ბაჰრეინით გაიხსნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული