მან ეს ვერც "მაკლარენში" და ვერც "ფერარიში" ყოფნისას შეძლო. მეცხრე ეტაპის წინ, რომელსაც ნიურბურგრინგი უმასპინძოლებს, ფინელი გერმანიაში თავის ძველ გამოსვლებს იხსენებს და მომავალ რბოლაში დასახულ მიზნებზე საუბრობს...
- აქამდე რატომ არ გიმართლებდათ გერმანიაში?
- არ ვიცი, შესაძლოა, წინა ცხოვრებაში რაღაცას არასწორად ვაკეთებდი. ყოველთვის მომწონდა გერმანიაში გამოსვლა, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ იღბალი არასოდეს იყო ჩემს მხარეს და ყოველთვის რაღაც
- გერმანიის ტერიტორიაზე 16 რბოლაში გაქვთ მიღებული მონაწილეობა, მაგრამ არასოდეს ყოფილხართ პირველი. ამჯერად, რას აკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ?
- ეს არის უბრალოდ ერთი რიგითი რბოლა, რომელშიც მაქსიმუმის მიღწევას ცდილობ. რა თქმა უნდა, ადრე ორივე გერმანული ტრასა - "ნიურბურგრინგი" და "ჰოკენჰაიმი" არ იყო ჩემს მიმართ კეთილგანწყობილი, მაგრამ ორივე მომწონს და თუ სიჩქარეზე ვილაპარაკებთ, ყოველთვის კონკურენტუნარიანი ვიყავი. ადრე შესანიშნავად გამოვდიოდი "ნიურბურგრინგზე", ერთხელ კინაღამ მოვიგე. რამდენჯერმე მაშინ გამოვეთიშე დისტანციას, როცა ლიდერი ვიყავი. ასეთ დღეებში, შინ არც ისე კარგ ხასიათზე ვბრუნდებოდი. იმედია, ახლა, ყველაფერს სწორად გავაკეთებ. ერთი წლის წინ, "ჰოკენჰაიმზე" სამეულში მოვხვდით, ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება "ნიურბურგრინგზე", სადაც პირველად გამოვალ "ლოტუსის" ბოლიდით.
- რა შეგიძლიათ თქვათ "ნიურბურგრინგის" ტრასაზე?
- ეს კარგი ტრეკია, მაგრამ, სავარაუდოდ, ისეთი საინტერესო აღარ არის, როგორც ძველი კონფიგურაცია. ის აწყობს ჩვენს გუნდს, მაგრამ ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ გჭირდებათ სწრაფი მანქანა იმისთვის, რათა კონკურენტუნარიანი იყოთ. პირველ რიგში, აუცილებელია წინა საბურავებით ტრასასთან მაღალი მოჭიდება მოსახვევებიდან გამოსვლისას და სტაბილურობა დამუხრუჭების დროს. ამ მიმართულებით საკმაოდ ძლიერები ვართ. გუნდს პრობლემები ექმნება დაბალ ტემპერატურაზე და სამწუხაროდ, "ნიურბურგრინგზე" ყოველთვის არ ცხელა, მაგრამ ვნახოთ რა იქნება ამჯერად.
- რა მიზანს ისახავთ ამ უქმეებზე?
- წინასწარ არავის არაფერს ვპირდებით. პოდიუმი პოზიტიური შედეგი და სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება. ჩვენ ეს ვერ შევძელით სილვერსტოუნში, ასე რომ, კარგი იქნებოდა წამყვან პოზიციებზე დაბრუნება. სეზონი გრძელია და ჩემპიონატის ლიდერები გვისწრებენ. სინამდვილეში, ყოველ რბოლაში ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც ჩვენს ძალებშია.
- შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი ახალი ვარცხნილობის შესახებ?
- არა, მაგრამ თუ გერმანიაში პოდიუმზე ავალ, ყველა ერთად იხილავთ მას.
ფორმულა 1 მოსკოვსაც მოუნდა
მოსკოვის მთავრობა "ვნუკოვოს" აეროპორტთან ახლოს ფორმულა 1-ის ტრასის მშენებლობას გეგმავს. თანამედროვე ავტოდრომი 2016 წლისთვის უნდა ამოქმედდეს.
მოსკოვის მერიის წარმომადგენელთა თქმით, აეროპორტის ახლოს იგეგმება აეროპოლისის მშენებლობა, რომლის საერთო ფართობი 80 ჰექტარი იქნება. აქ განთავსდება საგამოფენო კომპლექსები, სავაჭრო და საოფისე ცენტრები, აგრეთვე სარბოლო ტრეკი.
"ამ ტრასაზე შესაძლებელი იქნება ფორმულა 1-ის ეტაპის ჩატარება. დანარჩენ დროს კი მას გამოიყენებენ ავტომოყვარულები და ავტოსპორტის სხვა შეჯიბრებების ორგანიზატორები", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.
როგორც ირკვევა, ინვესტორის როლში თავად "ვნუკოვოს" აეროპორტი გამოდის. ტრასის მშენებლობა 2014 წელს უნდა დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ გაისად, რუსეთში პირველად გაიმართება ფორმულა 1-ის ეტაპი. მას სოჭში მშენებარე ავტოდრომი უმასპინძლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: სანამ ტრაგედია მომხდარა - პილოტებს უკვე ეშინიათ