"გასაკვირია, მაგრამ "ნიურბურგრინგი" ერთ-ერთი იმ ტრასათაგანია, სადაც გამოსვლის მინიმალური გამოცდილება გვაქვს - აქ მხოლოდ ერთ გრანპრიში მივიღეთ მონაწილეობა, - ამბობს ჰემბრი. - ამასთან, დარწმუნებულნი ვართ, რომ გერმანიაში საშუალო და რბილი ტიპის საბურავების ჩატანით სწორი კომპრომისი ვიპოვეთ სიჩქარესა და საიმედოობას შორის.
* * *
ფორმულა 1-ის კალენდარი ისეა შედგენილი, რომ ბრიტანულ და გერმანულ ეტაპებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი კვირაა. კალენდრის შემდგენლებს რომ სცოდნოდათ "პირელის" საბურავებთან დაკავშირებული პრობლემები, დროში მინიმუმ ორკვირიან სხვაობას აიღებდნენ. "ნიურბურგრინგზე" მონაწილეებს მოუწევთ მოდიფიცირებულ უკანა საბურავებთან შეგუება და გვინდა გვჯეროდეს, რომ ისინი ბრიტანული სიხშირით არ გამოვლენ მწყობრიდან.
გერმანიის გრანპრი
ჩატარების ადგილი: ნიურბურგრინგი (გერმანია)
წრის სიგრძე: 5.148 კმ
წრის რეკორდი: 1:29,468 (მიხაელ შუმახერი, 2004)
საერთო ჩათვლა
1. ფეტელი (რედ ბული) - 132 ქულა
2. ალონსო (ფერარი) - 111
3. რაიკონენი (ლოტუსი) - 98
4. ჰემილტონი (მერსედესი) - 89
5. უებერი (რედ ბული) - 87
6. როსბერგი (მერსედესი) - 82
7. მასა (ფერარი) - 57
8. დი რესტა (ფორს ინდიან) - 36
უქმეების განრიგი
5 ივლისი, 12:00 - I პრაქტიკა
5 ივლისი, 16:00 - II პრაქტიკა
6 ივლისი, 13:00 - III პრაქტიკა
6 ივლისი, 16:00 - კვალიფიკაცია
7 ივლისი, 16:00 – რბოლა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კიმი რაიკონენი: წინასწარ არაფერს გპირდებით