აბუ დაბიში ანშლაგი იქნება

AutoSharing Option
სპორტული სამყარო მოუთმენლად ელოდება მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო ეტაპს, რომელსაც აბუ დაბი უმასპინძლებს. როგორც "იას მარინას" რბოლის ორგანიზატორები აცხადებენ, ყველა ბილეთი გაყიდულია და კვირას ეტაპს 50 ათასი მაყურებელი დაესწრება.

მომავალი რბოლის პოპულარობა გასაგებია - აბუ დაბიში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. პირველად ფორმულა 1-ის ისტორიაში, ბოლო ეტაპის წინ ტიტულზე პრეტენზიას ერთბაშად ოთხი პილოტი აცხადებს - ფერნანდო ალონსო, მარკ უებერი, სებასტიან ფეტელი და ლუის ჰემილტონი.

"სამი სხვადახვა გუნდის ოთხი პილოტი იბრძოლებს ტიტულის მოსაპოვებლად. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, - განაცხადა "მაკლარენის" შეფმა
მარტინ უიტმარშმა. - ეს ისტორიული ბრძოლა იქნება".

აბუ დაბის რბოლა პირველად 2009 წელს გაიმართა. შარშანაც ეს ეტაპი ასრულებდა ჩემპიონატს და ტრიბუნებზე სრული ანშლაგი დაფიქსირდა. "მოხარულები ვართ, რომ ზედიზედ მეორე წელია ყველა ბილეთი გაყიდულია, - განაცხადა ტრასის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ კრიგანმა. - ვფიქრობ, ეს იქნება საოცრად დაძაბული სეზონის ღირსეული დასასრული. ვამაყობ იმით, რომ ფინალური ეტაპი სწორედ აქ გაიმართება და ჩვენი მაყურებელი იხილავს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონის დაჯილდოებას".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული