შეგახსენებთ, რომ "მაკლარენის" ჩემპიონები ბრიტანულ რბოლას სხვადასხვაგვარი მიღწევებით ხვდებიან. მაგალითად, ჰემილტონმა 2008 წელს შეძლო აქ გამარჯვება, ბატონის საუკეთესო შედეგი კი 2004 წელს "ჰონდას" მანქანით მოპოვებული მეოთხე ადგილია. შარშან, ბრიტანეთის გრან-პრის წინ ჯენსონს
"სილვერსტოუნში პოდიუმზე არასოდეს ავსულვარ და წელს ვაპირებ ამ ნაკლის გამოსწორებას, - განაცხადა ბატონმა. - გავიმარჯვე მონაკოში, მსოფლიოს ჩემპიონიც გავხდი, მაგრამ ბრიტანეთის ეტაპზე ჯერ ვერ გავიმარჯვე. ეს სიტუაცია სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს".
მაგრამ საშინაო ტრასაზე მხოლოდ ბატონი არ გეგმავს გამარჯვებას. "დარწმუნებული ვარ, ჯენსონს ძალიან უნდა აქ მოგება, მაგრამ ჩემზე მეტად არა. მას ესიზმრება სილვერსტოუნზე გამარჯვება, მაგრამ სინამდვილეში ჯენსონის ოცნება რომ ახდეს, ამისთვის ჩემი დამარცხება მოუწევს - ამბობს ჰემილტონი. - მე აქ ერთხელ უკვე გავიმარჯვე და ორი წლის წინანდელი შედეგის გამეორებას ვაპირებ, რადგან სილვერსტოუნზე ისეთი ფანტასტიკური ატმოსფერო სუფევს, რომ აქ გამარჯვებით მიღებული ემოცია არც ერთ სხვა რბოლას არ შეედრება.
მოკლედ, მომავალ ეტაპზე მხოლოდ მოგება დამაკმაყოფილებს. თუ ბატონი ჩემზე უკეთ შეასრულებს სამუშაოს, საწინააღმდეგო არაფერი მექნება, მაგრამ მეც იგივეს ვაპირებ. ღია და სამართლიანი ბრძოლა გვექნება და გაიმარჯვებს ის, ვინც უფრო სწრაფად ირბოლებს. იმედი მაქვს, დუბლის შესრულებას შევძლებთ. თუ ეს გამოგვივა, ფანტასტიკური საჩუქარი იქნება ჩვენი გულშემატკივრებისთვის! მაგრამ ვამჯობინებ ამ დუბლში პირველი ვიყო და არა - მეორე!"