ყველაზე სწრაფები ფორმულა 1-ში: ლუის ჰემილტონი და სებასტიან ფეტელი

AutoSharing Option
"მერსედესის" წევრი ლუის ჰემილტონი 2013 წლის სეზონის ყველაზე სწრაფი პილოტია საკვალიფიკაციო რბოლებში.

ჩემპიონატის ეკვატორზე ჰემილტონის საშუალო სასტარტო პოზიცია 2,36-ს უდრის. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილს იკავებს "რედ ბულის" პილოტი სებასტიან ფეტელი - 2.45. მესამეზეა "მერსედესის" მეორე წევრი - ნიკო როსბერგი საშუალო მეოთხე პოზიციით.

რბოლაში ყველაზე ძლიერი პილოტი კი, რა თქმა უნდა, საერთო ჩათვლის ლიდერი სებასტიან ფეტელია, რომელიც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი - 1278 კილომეტრის განმავლობაში ლიდერობდა.

ამ რეიტინგში მეორეა "ფერარის" ესპანელი წევრი ფერნანდო ალონსო, ვინც რბოლებში 424 კილომეტრის განმავლობაში ლიდერობდა.

სეზონის
პირველ ნახევარში ყველაზე საიმედო ბოლიდები ჰყავდათ კიმი რაიკონენსა ("ლოტუსი") და ლუის ჰემილტონს ("მერსედესი"). მათ პირველ ათ რბოლაში გადალახეს 3022 კილომეტრის სიგრძის დისტანცია.

საიმედოობის მიხედვით მესამე მანქანა ჰყავს "მაკლარენის" წევრს ჯენსონ ბატონს.

პილოტი, რომელიც ყველაზე ხშირად ხვდებოდა სხვადასხვა ინციდენტში (ავარია, მოსრიალება...), "უილიამსის" წევრი პასტორ მალდონადოა. ამ მაჩვენებლით მეორეა "კატერჰემის" პილოტი გიდო ვან დერ გარდე.

სეზონის პირველ ნაწილში ყველაზე მეტი ტექნიკური პრობლემა "ტორო როსოს" ჰქონდა, ყველაზე სწრაფად პიტსტოპებს კი "რედ ბულის" ინჟინრები ასრულებდნენ. ამასთან, ყველაზე ნელი გუნდი საბურავების შეცვლისას - "უილიამსია".

ეს კვლევა გერმანულმა გამოცემა auto motor und sport-მა ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული