ფერნანდო ალონსო პროფესიულ გუნდ Euskaltel-ის მფლობელი გახდა

AutoSharing Option
"ფერარის" პილოტი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო ველოსაჯინიბო Euskaltel-ის მფლობელი გახდა.

მხარეებმა უკვე მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, რომელიც გუნდისთვის დიდი მომავლის გარანტია უნდა იყოს. ეს საჯინიბო მრავალი წელია გამოდის "გრანდ-ტურებში".

ცნობილია, რომ ალონსო ველოსპორტის დიდი მოყვარულია და ჯერ კიდევ 2009 წელს გამოთქვამდა დაინტერესებას საკუთარი გუნდის შექმნაზე. მაშინ ფერნანდო ალბერტო კონტადორთან ერთად აპირებდა ამ პროექტის განხორციელებას.

აგვისტოში გახდა ცნობილი, რომ Euskaltel-ი რთულ ფინანსურ სიტუაციაში იმყოფება და შეიძლება უკვე ამ სეზონის შემდეგ შეწყვიტოს არსებობა. სწორედ ამ დროს მოევლინა გუნდს მშველელად ალონსო, რომელმაც ბასკური
საჯინიბოს გამოსყიდვა გადაწყვიტა.

როგორც ესპანური პრესა ამტკიცებს, ფორმულა 1-ის პილოტმა გუნდის ბიუჯეტს ექვსი მილიონი ევრო მოუტანა.

ეს თანხა 2013 წელს Euskaltel-ის მთლიანი ბიუჯეტის ორი მესამედია. ამ ფულით ალონსო შეინარჩუნებს გუნდის ლიდერ სამუელ სანჩესს, აგრეთვე - იგორ ანტონს, მიკელ ლანდუს, მიკელ ნიევესა, გორკასა და იონ ისაგირეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გრამატიკა ასწავლეთ ამ ჟურნალისტს სათაურში მაინც, რომ არ შეეშალოს
levani
09:43 03-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული