ჰემილტონი"რედ ბულსა" და "რენოს" გარიგებაში ადანაშაულებს

AutoSharing Option
კვლავაც არ ცხრება აჟიოტაჟი აბუ-დაბის გრან-პრის გარშემო, რომელმაც ფორმულა 1-ის სამყაროს მსოფლიოს ახალი ჩემპიონი - "რედ ბულის" პილოტი სებასტიან ფეტელი წარუდგინა.

"მაკლარენის" წევრი ლუის ჰემილტონი "რედ ბულსა" და "რენოს" გარიგებაში ადანაშაულებს. ბრიტანელი ეჭვს გამოთქვამს იმის გამო, რომ ფრანგული საჯინიბოს პილოტმა რობერტ კუბიცამ შემთხვევით არ აირჩია გვიანი პიტ-სტოპის ტაქტიკა. ლუისის აზრით, ამის წყალობით პოლონელმა "მაკლარენის" ბოლიდის წინ დიდხანს სვლისა და ჰემილტონის დაყოვნების საშუალება მიიღო. ბრიტანელი არ გამორიცხავს, რომ "რენოს" პილოტი წინასწარი გეგმის მიხედვით ეხმარებოდა ახალ ჩემპიონს.

ჰემილტონი ამ აზრამდე იმ ფაქტმა
მიიყვანა, რომ "რედ ბულის" ბოლიდებზე "რენოს" ძრავებია დამონტაჟებული.

"კუბიცას გასწრება შეუძლებელი იყო. მიმაჩნია, რომ ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა პელოტონში "მონათესავე" გუნდები არსებობენ", - განაცხადა ჰემილტონმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
კუბიცა უკვე გამოეხმაურა ლუისის ვარაუდს და აღნიშნა, რომ არანაირ გარიგებას ადგილი არ ჰქონია და ის საკუთარ რბოლას აწარმოებდა.


* * *
სილვიო ბერლუსკონის მთავრობის კაბინეტში შემავალმა ერთერთმა იტალიელმა მინისტრმა რობერტო კალდეროლიმ "ფერარის პრეზიდენტის - ლუკა დე მონტეძემოლოს გადადგომა მოითხოვა. ასეთი იყო მისი რეაქცია სეზონის ბოლო გრან-პრიში "სკუდერიას" მარცხის გამო.

კალდეროლის აზრით, დი მონტეძემოლო 2010 წლის სეზონის ბოლოს განცდილი მარცხის მთავარი დამნაშავეა. "ალონსოს უდიდესი ნიჭისა და გამოცდილების მიუხედავად, "ფერარიმ" მაინც მოახერხა თითქმის მოგებული ჩემპიონატის წაგება. გვრცხვენია იმ გიჟური ტაქტიკის გამო და ამაში დე მონტეძემოლოა დამნაშავე.

მან სასწრაფოდ უნდა დატოვოს მარანელო, რათა აღარასოდეს ავნოს "ფერარის". ლუკას გადადგომას უახლოეს დღეებში ველით", - ამბობს მინისტრი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
რათქმა უნდა არასწორი ტაქტიკის გამო დაისაჯნენ, ალონსო რაღას უშველიდათ
avtuko
21:02 25-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული