ფორმულა 1-ში ხარჯები უნდა შემცირდეს

AutoSharing Option
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა აღნიშნა, რომ ხარჯების შემცირების საკითხი ერთ-ერთი აქტუალურია დღეს ავტოსპორტის სამყაროში. მისი სიტვებით, ჯერჯერობით ამ პრობლემის გადაწყვეტა არ მოხერხდა, მაგრამ მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა.

"ბევრ სხვადასხვა აზრს გავეცანი ხარჯების შემცირების შესახებ, - მოჰყავს "ავტოსპორტს" ტოდტის სიტყვები. - და ეს საკითხი არ უნდა დავტოვოთ გუნდების გადაწყვეტილების ამარა. ბევრი დისკუსია გაიმართა გუნდების ხელმძღვანელებთან მსგავს თემებზე და ისინი აცხადებდნენ, რომ ჩვენ თურმე არასოდეს გვქონია მათთვის კარგი და მკაფიო წინადადება ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით.

საბოლოოდ, ჩვენ შევხვდით რამდენიმე გუნდის წარმომადგენელს
მარანელოში, მაგრამ საერთო აზრი ხარჯების შემცირების წინააღმდეგ იყო. რა იქნება ახლა? გადაწყდა, რომ გაფორმდება თანხმობის ხელშეკრულება, ჩამოყალიბდება ახალი ხელმძღვანელი ორგანო, რომელშიც გაჩნდება სტრატეგიული ჯგუფი.

და პირველივე სხდომაზე ჩვენ წამოვწევთ ხარჯების შემცირების საკითხს. ავტოსპორტის ფედერაციას ექვსი ხმის უფლება აქვს, ფორმულა 1-ზე უფლებების მესაკუთრეს - ექვსი ხმა და კიდევ, ექვს გუნდს თითო ხმა. შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ფედერაციამ მთლიანად დაუჭერს მხარს ხარჯების შემცირებას. ვნახოთ, როგორ მოიქცევიან დანარჩენები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟან ტოდტი: საქართველო მაღალი დონის ტურნირებს უმასპინძლებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული