სკანდალი ფორმულა 1-ში, იტალიური მედია ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიურმა გამოცემა La Gazzeta dello Sport-მა გუშინ საღამოს ექსკლუზიური ინფორმაცია გამოაქვეყნა, კერძოდ, მსოფლიო საავტომობილო ფედერაცია (FIA) Red Bull-ის წინააღმდეგ იწყებს გამოძიებას, რადგან მათ გასულ სეზონში ბიუჯეტს გადააჭარბეს.

საქმე ეხება 2021 წელს მიღებულ ახალ წესდებას, რომლის მიხედვითაც, არსებობს ზღვარი სეზონის განმავლობაში გუნდის დანახარჯებზე, ლიმიტი 145 მილიონს შეადგენს. კონკურენტი გუნდები კი ავსტრიულ საჯინიბოს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებენ.

თუ ეჭვები გამართლდა, ფორმულა 1-ის მოქმედი ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი, შესაძლოა ტიტულის გარეშე დარჩეს, გადაწყვეტილების შესახებ ცნობას რამდენიმე დღეში უნდა ველოდოთ.

იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების შემდეგ
დადგინდა, რომ ავსტრიულმა კომპანიამ 145 მილიონს გადააჭარბა, ფერსტაპენს დიდი პრობლემები შეექმნება, შეგახსენებთ, ნიდერლანდელი მრბოლელი 335 ქულით მიმდინარე კლასიფიკაციას ლიდერობს, მეორეადგილოსან შარლ ლეკლერი კი 116 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული