ავტომოტოსპორტი: უქმეების ანონსი

AutoSharing Option
ძალიან საინტერესო უქმეები ელოდებათ ავტომოტომოყვარულებს - გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპები ფორმულა 1-ში, მოტოგრანპრისა და რალიში.

ფორმულა 1-ში დარჩენილი ეტაპების მთავარი საკითხია: ვინ დაიკავებს მეორე ადგილს კონსტრუქტორთა თასზე? ამ ბრძოლაში ფავორიტად, მცირე ჩამორჩენის მიუხედავად, "ლოტუსი" ჩანს, რომლის ბოლიდები შესანიშნავად გამოიყურებოდნენ ბოლო რბოლებში. ინდივიდუალურ ჩათვლაში კი ყველაფერი გარკვეულია - სავარაუდოდ, უკვე ინდოეთის გრანპრის შემდეგ, სებასტიან ფეტელი ოფიციალურად გახდება მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი.

ინდოეთის რბოლაში სწორედ მისი და "რედ ბულის" დომინირებას ველოდებით, რადგან გუშინ გამართული ორივე თავისუფალი პრაქტიკა ავსტრიული საჯინიბოს დუბლით აღინიშნა: ორი პირველი
ადგილი ჰქონდა ფეტელს, ორი მეორე - მარკ უებერს.

ინდოეთის გრანპრი
ჩატარების ადგილი: ნიუ-დელი (ინდოეთი)
წრის სიგრძე: 5 125 მ
წრის რეკორდი: 1:27,249 (სებასტიან ფეტელი, 2011)

საერთო ჩათვლა
1. ფეტელი (Red Bull) - 297 ქულა
2. ალონსო (Ferrari) - 207
3. რაიკონენი (Lotus) - 177
4. ჰემილტონი (Mercedes) - 161
5. უებერი (Red Bull) - 148
6. როსბერგი (Mercedes) - 126
7. მასა (Ferrari) - 90
8. გროსჟანი (Lotus) - 87

უქმეების განრიგი
25 ოქტომბერი, 08:30 - I პრაქტიკა
25 ოქტომბერი, 12:30 - II პრაქტიკა
26 ოქტომბერი, 09:30 - III პრაქტიკა
26 ოქტომბერი, 12:30 - კვალიფიკაცია
27 ოქტომბერი, 13:30 - რბოლა

* * *
მოტოგრანპრიში ყველაფერი გაცილებით რთულადაა. მარკ მარკესი გაინაღდებს ჩემპიონობას, თუ, მაგალითად, მოიგებს იაპონიის გრანპრის, ხორხე ლორენსო კი მესამე ადგილზე მაღალ პოზიციას არ დაიკავებს. მეორეს მხრივ, უხეში გუნდური შეცდომა, რომელიც "ჰონდამ" ავსტრალიაში დაუშვა, დებიუტანტ ლიდერს შეცდომის უფლებას აღარ ტოვებს. საინტერესოა, შეძლებს თუ არა მარკესი ასეთი ზეწოლისთვის გამკლავებას?

იაპონიის გრანპრი
ჩატარების ადგილი: მოტეგი (იაპონია)
წრის სიგრძე: 4 801 მ
წრის რეკორდი: 1:45,589 (დანი პედროსა, 2012)

საერთო ჩათვლა
1. მარკესი (Honda) - 298 ქულა
2. ლორენსო (Yamaha) - 280
3. პედროსა (Honda) - 264
4. როსი (Yamaha) - 214
5. კრატჩლოუ (Yamaha) - 179
6. ბაუტისტა (Honda) - 147
7. ბრადლი (Honda) - 135
8. დოვიციოზო (Ducati) - 127

უქმეების განრიგი
25 ოქტომბერი, 04:55 - I პრაქტიკა
25 ოქტომბერი, 09:05 - II პრაქტიკა
26 ოქტომბერი, 04:55 - III პრაქტიკა
26 ოქტომბერი, 09:10 - კვალიფიკაცია
27 ოქტომბერი, 09:00 - რბოლა

* * *
კლასიკური რალის მონაწილეები ესპანეთის ასფალტისა და ღორღიან გზებზე მოსინჯავენ ძალებს. ამ სერიაში ჩემპიონი უკვე ცნობილია. ეს არის სებასტიან ოჟიე, რომელიც ამჯერადაც ფავორიტი იქნება, ხოლო მას კონკურენცია უნდა გაუწიოს ადგილობრივი პუბლიკის იმედმა დანი სორდომ, რომელიც სწორედ ასფალტზეა ძლიერი.

ესპანეთის რალი
შტაბი: სალოუ (ესპანეთ
ი)
საფარი: ასფალტი და ღორღი
სპეცმონაკვეთების რაოდენობა: 15
დისტანცია: 355.78 კმ

საერთო ჩათვლა
1. ოჟიე (Volkswagen) - 238 ქულა
2. ნოივილი (Ford) - 143
3. ლატვალა (Volkswagen) - 125
4. სორდო (Citroen) - 117
5. ჰირვონენი (Citroen) - 111
6. ოსტბერგი (Ford) - 81
7. ლოები (Citroen) - 68
8. ნოვიკოვი (Ford) - 57

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული