მიხაელ შუმახერის ბოლიდი იყიდება

AutoSharing Option
ბოლიდი Benetton Ford Cosworth B194, რომლითაც ლეგენდარული გერმანელი მიხაელ შუმახერი 1994 წელს, პირველად გახდა ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონი, აუქციონზე იქნება გატანილი. აუქციონი პირველ დეკემბერს, ლონდონში გაიმართება. ლოტი გამოტანილია Bonhams-ის აუქციონის სახლის საავტომობილო დეპარტამენტის მიერ.

B194-ით შუმახერმა მოიგო სან მარინოს, მონაკოს, კანადისა და საფრანგეთის ეტაპები. გარდა ამისა, ამავე მანქანით მეორე ადგილი დაიკავა ესპანეთში, მიუხედავად იმისა, რომ ბოლიდზე გადაცემათა კოლოფი გამოვიდა მწყობრიდან.

სეზონის დასრულების შემდეგ, მანქანა "ბენეტონის" მუზეუმში ინახებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს გუნდი "რენოს" შეისყიდა, ბოლიდი მიჰყიდეს კოლექციონერ მეტიუ მორტლოკს,
2008 წელს კი "ბენეტონი" მისმა დღევანდელმა მფლობელმა შეისყიდა. მანქანას ჩაუტარდა სრული რესტავაცია, აღადგინეს ორიგინალური შეფერილობა, აგრეთვე Cosworth-Ford Zetec-R-ის ძრავა.

ლოტის აღწერისას მითითებულია იმის შესახებ, რომ "ბენეტონი" მზად არის რბოლებში მონაწილეობისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიხაელ შუმახერი სებასტიან ფეტელს აქებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული