"მარუსია" და "ზაუბერი" ერთიანდებიან?

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ორი საჯინიბო - "მარუსია" და "ზაუბერი" განიხილავენ ერთობლივი გუნდის შექმნის ვარიანტებს - ასეთ ინფორმაციას აქვეყნებს გამოცემა Auto Motor und Sport-ი. რუსული გუნდის მფლობელები ამ გზით ვარაუდობენ დანახარჯების შემცირებას.

იტყობინებიან, რომ პირველადი გეგმით, "მარუსია" აპირებდა ბრიტანულ "უილიამსში" წილის გამოსყიდვას და ამ გუნდთან ერთად ერთობლივი საჯინიბოს შექმნას, მაგრამ გარიგება არ შედგა.

გარდა ამისა, "მარუსიამ" უკვე მიიღო ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერისგან, ბერნი ექლსტოუნისგან სხვა გუნდთან სავარაუდო შეერთების ნებართვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: ბრაუნი ამ კვირას წავა?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული