ტუალეტში დარჩენილი კაბა

AutoSharing Option

ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერის ბერნი ექლსტოუნის ყოფილ მეუღლეს სლავიკა როდიჩს უცნაური ამბავი შეემთხვა. ბელგრადში გამართული წვეულების დროს 52 წლის ტელეწამყვანი და არმანის ყოფილი მოდელი ქალების ტუალეტში გავიდა. იქ ათი წუთი დაჰყო და როგორც ჩანს, ოთხმა ჭიქა ალკოჰოლმა თავისი ქნა - სლავიკა კმაყოფილი დაუბრუნდა დარბაზს და ერთ-ერთ სტუმართან საუბარი გააბა, მაგრამ ის ვერ შეამჩნია, რომ კაბა ტუალეტში დარჩა. ბერნის ექს-მეუღლემ მოგვიანებით გამოასწორა ეს გაუგებრობა.

ბერნი ექლსტოუნმა სლავიკა 1982 წელს იტალიის გრან-პრის დროს გაიცნო და ასაკში დიდი სხვაობის მიუხედავად, 1985 წელს სუპერმოდელზე

დაქორწინდა. 24-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი შარშან დაიშალა და როგორც ამბობენ, სლავიკამ ყოფილი მეუღლისგან მილიარდი დოლარი მიიღო. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ - ტამარა და პეტრა, რომლებიც ლონდონურ წვეულებების ხშირი სტუმრები არიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული