მიხაელ შუმახერის ინციდენტის გამოძიება დაიწყო

AutoSharing Option
საფრანგეთის კურორტ ალბერვილის პროკურორმა პატრიკ კინსიმ პრესკონფერენცია გამართა მიხაელ შუმახერის ინციდენტთან დაკავშირებით, თუმცა ჟურნალისტებს სამართალდამცავისგან ახალი არაფერი შეუტყვიათ.

კინსის განცხადებით, მიხაელ შუმახერის ტრაგედიის გამოძიება ადასტურებს მომხდარის პირველად ვერსიას. პროკურორმა დაადასტურა, რომ გერმანელის სათხილამურო ტრასაზე ყოფნის მომენტში, უსაფრთხოების ყველა ზომა იყო დაცული.

"ჩვენი გამოძიება წინ მიიწევს
, - ამბობს კინსი. - გამოვკითხეთ მოწმეები და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ჩავატარეთ უამრავი ტესტი და ჩვენს ხელთ არსებული მასალების ექსპერტიზა. შევისწავლეთ შუმახერის ჩაფხუტზე დამონტაჟებული კამერით გადაღებული კადრები, მაგრამ ჯერ კიდევ რამდენიმე ღონისძიებაა ჩასატარებელი.

ჩვენ მოწოდებული ფირის
თითოეულ კადრს შევისწავლით, რათა განვსაზღვროთ დაცემის გარემოება და სიჩქარე, რომლითაც შუმახერი გადაადგილდებოდა. დადგენილია, რომ მიხაელი ძირითადი ტრასის მიღმა იმყოფებოდა. ტრასასთან დაცილება სამიდან ექვს მეტრამდე იყო. რაღაც მომენტში, მისი თხილამურები თოვლისგან დაფარულ ქვას დაეჯახა, მიხაელმა წონასწორობა დაკარგა, თავით წინ გადავარდა და სამი მეტრით ქვემოთ მდებარე ქვას თავი დაარტყა. ინციდენტი ტრასიდან რვა მეტრის მოშორებით მოხდა. ეს ყველაფერი დადასტურებულია გამოძიების მიერ.

მაგრამ ჯერჯერობით რთულია იფიქრო სიჩქარეზე, რომლითაც დაზარალებული მოძრაობდა. წესით, ტემპი მაღალი არ უნდა ყოფილიყო. შუმახერის თხილამურები ბრწყინვალე მდგომარეობაში იყო, თითქმის ახალი ინვენტარი ჰქონდა. ასე რომ, ეს არ ყოფილა ავარიის მიზეზი. მათზე შეინიშნება ქვაზე დაჯახების კვალი. სულ მალე მომხდარის უფრო მკაფიო სურათი გვექნება"
.

გარდა ამისა, პროკურორმა დაამატა, რომ ის ადგილი, სადაც შუმახერმა გადაუხვია, მონიშნული იყო, როგორც მიზანშეუწონელი სრიალისთვის. კინსიმ ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვას თავი აარიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული