მიხაელ შუმახერი: ორი კვირა კომაში

AutoSharing Option
ზუსტად ორი კვირის წინ, 2013 წლის 29 დეკემბერს, მიხაელ შუმახერმა სიცოცხლისთვის საშიში ტრავმა მიიღო საფრანგეთის კურორტ მარიბელში თხილამურებით სრიალის დროს. რამდენიმე საათის შემდეგ, მიხაელი ქალაქ გრენობლის კლინიკაში მოათავსეს, სადაც ექიმებმა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.

ექიმებმა თავის ტვინის რამდენიმე ოპერაცია ჩაატარეს და საერთო ჯამში, პოზიტიურ დინამიკას აღნიშნავენ, მაგრამ სიცოცხლის საფრთხე ჯერ ისევ არსებობს. ასე რომ, გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან ახალი ამბების მოლოდინში არიან, კლინიკის წარმომადგენლებს კი უკვე დიდი ხანია, არ გაუკეთებიათ კომენტარი ავტომრბოლის მდგომარეობაზე.

ჩვენ ვწერდით იმის შესახებ, რომ მიხაელის
მეუღლემ პრესას ექიმების ზედმეტი ზეწოლისგან განთავისულება და საავადმყოფოს ტერიტორიის დატოვება სთხოვა, ასე რომ, ახლა, ინფორმაცია მესამე პირისგან ვრცელდება. გერმანულ გაზეთ "ბილდს" მოჰყავს პროფესორ ჰაინც-პეტერ მიოკეს აზრი. მას მიაჩნია, რომ კომაში ხანგრძლივ ყოფნას ნეგატიური გამოვლინება ექნება.

"რაც უფრო მალე გამოიყვანენ კომიდან, მით უფრო სწრაფად შეიძლება ლაპარაკი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციების დაბრუნების შესახებ, მათ შორის, დამოუკიდებლად სუნთქვაზე.

იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა სახიფათო დარჩება, ხელოვნური კომის პერიოდი შეიძლება რამდენიმე კვირა გაგრძელდეს, მაგრამ ამას ნეგატიური გამოვლინებები ექნება - კომისთვის საჭირო პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს", - აცხადება პროფესორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული