მიხაელ შუმახერის მდგომარეობა დაშავებიდან 30 დღის შემდეგ

AutoSharing Option
მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც სტაბილურად მძიმეა. 27 იანვრისთვის ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტის მდგომარეობა, წინა დღეებთან შედარებით, არ შეცვლილა.

უკვე 30 დღეა, რაც ლეგენდარული ავტომრბოლელი ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

ამ დროისთვის შუმახერს კომპლექსური მკურნალობა უტარდება, რამდენადაც ამის საშუალებას მისი მდგომარეობა იძლევა. მას უკვე გაუკეთდა სამი ოპერაცია, ამის გარდა კი, ყოველდღიურად უტარებენ ფიზიოპროცედურების კომპლექსს - კუნთებისა და მყესების სპეციალურ მასაჟს, რათა შენარჩუნებულ იქნეს მათი ფუნქციონირება.

როდის გამოვა კომადან შუმახერი, ჯერჯერობით უცნობია. სპეციალისტების რეკომენდაციით, ეს რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მოხდეს, რათა თავიდან
იქნეს აცილებული თანმდევი პროცესები - მათ შორის, დამოუკიდებლად გაადაადგილების უნარის მოშლა და ტვინის დეგრადაცია.

შეგახსენებთ, მიხაელ შუმახერი ახალი წლის წინა დღეებში, ფრანგულ კურორტზე თხილამურებით სრიალისას დაეცა და თავი ქვას დაარტყა, რის შემდეგაც მძიმე ტრავმით გრენობლის საავადმყოფოში მოათავსეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ღმერთი იყოს მისი მფარველი!!!!
MORIX69
21:37 27-01-2014
0
დასანანია ძალიან,ღმერთმა უშველოს!!!

0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული