ცნობილი ნეიროქირურგის პროგნოზი მიხაელ შუმახერის მდგომარეობაზე

AutoSharing Option
კემბრიჯის უნივერსიტეტის წამყვან ნეიროქირურგს, პროფესორ პიტერ ჰათჩინსონს მიაჩნია, რომ მიხაელ შუმახერის გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით განვითარდება.

სპეციალისტის სიტყვებით, ჯერჯერობით რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ჯანმრთელობათან დაკავშირებით: პირველ რიგში, მისი ორგანიზმი უნდა გაიწმინდოს პრეპარატებისგან.

გარდა ამისა, დაახლოებით ერთი კვირა იქნება საჭირო იმის გასარკვევად, გამოვიდა თუ არა შუმახერი ხელოვნური კომიდან.

"ის ფიზიკურად ძლიერია, - ამბობს ჰათჩინსონი. - ამასთან, ის წაქცევის შემდეგ გონებაზე იყო, რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ტვინის ტრავმა ფატალური არ ყოფილა. ასე
რომ, არსებობს ბედნიერი დასასრულის შესაძლებლობა".

ექიმმა აღნიშნა, რომ შუმახერი თვეზე მეტია ხელოვნურ კომაში იმყოფება, რაც უჩვეულოა, რადგან პაციენტებს ასეთ მდგომარეობაში, ჩვეულებრივ, 7-10 დღე აჩერებენ. თუმცა ფრანგ ექიმებს შეუძლიათ გაზარდონ ხელოვნური კომის ხანგრძლივობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვლოცულობ რომ ეს დიდებული სპორცმენი გადარსჰეს.მე მისი ფანი ვარ.მას ზალიან დაეხმარება ის რომ ზლიერი და ნავარდზისჰები ორგანიზმი აკვს.გმერტო სჰენ უსჰველე ამ ახალგაზრდა და დიდიმომავლის კაცს
giu55
22:48 03-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული