მიხაელ შუმახერი - ხელოვნური კომიდან ბუნებრივ კომაში?

AutoSharing Option
მიხაელ შუმახერი გამოჯანმრთელების გზას ადგას. ბრიტანული გამოცემის, Daily Mail-ის ინფორმაციით, გერმანელი პილოტი კომიდან გამოვიდა: მან რამდენჯერმე გაახილა თვალი და რეაგირება ჰქონდა ექიმების თხოვნებზე.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ასეთ რეაქციას ექიმებმა "გარღვევა" უწოდეს.

ამასობაში, მეორე ბრიტანული გამოცემის, The Mirror-ის ინფორმაცია მთლად დამაიმედებელი არ არის. ექიმებმა ჟურნალისტებს უამბეს იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც თან ერთვის ხელოვნური კომიდან გამოყვანის პროცესს.

ჰამბურგის გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ჰაინც-პეტერ მიოკეს მიაჩნია, რომ ექიმებმა, შესაძლოა, ვერ მიაღწიონ სასურველ შედეგს.

სპეციალისტის თქმით, ხელოვნური კომიდან გამოყვანისას, გერმანელი, შესაძლოა, ბუნებრივ კომაში
აღმოჩნდეს. გარდა ამისა, თუ შუმახერი გონს მოვა, მან შეიძლება ვერ გაიხსენოს, ვინ არის და ვერ მიხვდეს, სად იმყოფება.

არსებობს რისკი, პილოტი ვეგეტატიურ მდგომარეობაში დარჩეს და მთლიანად პარალიზებული იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული