მიხაელ შუმახერი არ რეაგირებს? - საგანგაშო ინფორმაცია გერმანულ პრესაში

AutoSharing Option
გერმანული პრესა საგანგაშო ინფორმაციას აქვეყნებს მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ გრენობლის კლინიკის ექიმებმა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის კომიდან გამოყვანა დაიწყეს, მაგრამ პროცესი არც ისე კარგად წარიმართა.

Bild-Zeitung-ი იტყობინება, რომ პილოტი მხოლოდ რეფლექტორული ბიძგით რეაგირებს გამაღიზიანებლებზე, მაგრამ მიხაელს სხვა არაფერზე აქვს რეაქცია.

უფრო ადრე იმავე "ბილდმა" დაწერა, რომ გერმანელს ფილტვების ანთება აქვს და მისთვის ანტიბიოტიკების მიცემის კურსი დაიწყო.

ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან იმის შესახებ, რამდენად სერიოზული იქნება გართულება და როგორ იმოქმედებს ეს ფაქტორი კომიდან გამოსვლის პროცესზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული