გამოძიება დასრულდა: მიხაელ შუმახერს, უბრალოდ, სასტიკად არ გაუმართლა!

AutoSharing Option
ფრანგმა პროკურორმა, 62 წლის პატრიკ კუინსიმ გამოაცხადა, რომ მიხაელ შუმახერის საქმეზე გამოძიება დასრულებულია. დასკვნა: იმაში, რაც 29 დეკემბერს მერიბელის სათხილამურო ტრასაზე მოხდა, ბრალი არავის მიუძღვის - დამნაშავე, თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას, მხოლოდ თვითონ 45 წლის შუმახერია, რომელიც ჯერ კიდევ კომაშია.

პროკურატურის წერილობით განცხადებაში შუმახერის დაცემის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მაგალითად: მიხაელმა დაცემამდე 10,4 მეტრი ჰაერში იფრინა!

პროკურორი განმარტავს, რომ მიხაელს სრიალის დროს რეალური შეცდომა არ დაუშვია - უბრალოდ, სასტიკად არ გაუმართლა!

მიხაელი იმდენად უიღბლოდ წამოედო ქვას, რომ ჰაერში
10,4 მეტრი იფრინა და მომდევნო ქვაზე თავით დაეცა. მისი ჩაფხუტი რამდენიმე ადგილზე გატყდა. შესაბამისად, მიხაელმა თავის ქალისა და ტვინის უმძიმესი დაზიანებები მიიღო და როგორც იცით, გრენობლის კლინიკაში დღემდე კომაშია.

იხილეთ სრულად

www.autobild.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული