ფორმულა 1-ში 360 კმ/სთ სიჩქარე შესაძლებელია

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ახალ რეგლამენტსა და ახალ ტურბირებულ ძრავებზე გადასვლის შემდეგ ბოლიდების სიჩქარე სწორ მონაკვეთებზე მკვეთრად გაიზარდა. ამის ძირითადი მიზეზია მანქანის მოჭიდების ძალის შემცირება, აგრეთვე, ძალისმიერი აგრეგატების სიმძლავრე, რომელიც 900 ცხენის ძალას აღწევს.

ბაჰრეინის ტესტების დროს "ფერარის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ ერთ-ერთ სწორ მონაკვეთზე საათში 336 კილომეტრი სიჩქარე განავითარა, იმ დროს, როცა შარშან მისი მანქანის მაქსიმალურმა სიჩქარემ იმავე ბაჰრეინში 314 კმ/სთ შეადგინა.

"მერსედესის" პილოტი ნიკო როსბერგი ასევე ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მანქანები უფრო სწრაფად მოძრაობენ:

"ჩვენ ძალიან სწრაფები ვართ სწორ მონაკვეთებზე.
მიმაჩნია, რომ იტალიის გრანპრის დროს სიჩქარე საათში 360 კილომეტრს მიაღწევს",
- განაცხადა გერმანელმა პილოტმა Motorsport-თან ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული