ნანდოს მხოლოდ ფერარი აინტერესებს

AutoSharing Option

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ რადიო Onda Cero-ს ეთერში განაცხადა, რომ ბოლომდე აკმაყოფილებს "ფერარიში" ამჟამინდელი მდგომარეობა და სწორედ იტალიურ საჯინიბოში აპირებს კარიერის დასრულებას.

ესპანელი არ კმაყოფილდება "სკუდერიაში" სამი "საკონტრაქტო" სეზონით და კიდევ 10 წელი სურს "წითლების" რიგებში გამოსვლა.

გარდა ამისა, ალონსომ განაცხადა, რომ, შესაძლოა, ისევ მოისურვოს ფლავიო ბრიატორესთან თანამშრომლობა, ამასთან, გამორიცხა "მაკლარენში" დაბრუნება. 29 წლის პილოტმა ხაზი გაუსვა, რომ ბრიტანულ საჯინიბოში 2008 წელს საჩემპიონო ტიტულის მოპოვების შემთხვევაშიც არ დარჩებოდა.


* * *
ამასობაში, მსოფლიოს ახალმა ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა აღიარა, რომ "რედ

ბულთან" კონტრაქტის დასრულების შემდეგ "ფერარიში" გადასვლის შესაძლებლობას განიხილავს.
"ეს ჩემი სურვილი და მიზანია. ძალიან მინდა "ფერარის" ბოლიდის საჭესთან დაჯდომა. "მერსედესი"? ისიც ლეგენდარული გუნდია. თუმცა ახლა კმაყოფილი ვარ ჩემი მდგომარეობით. "რედ ბულთან" ორწლიანი კონტრაქტი დამრჩა და დიდი გეგმები გვაქვს. ამაზე შემდეგ დავილაპარაკოთ", - განაცხადა სებასტიანმა.


* * *
კიდევ ერთმა გუნდმა გაარკვია მომავალი სეზონისთვის შემადგენლობა - ამას ამტკიცებს ბრიტანული ჟურნალი "მოტოსპორტი". ეს გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "ტორო როსო" 2011 წლისთვის შეინარჩუნებს წლევანდელ შემადგენლობას - შვეიცარიელ სებასტიან ბუემისა და ესპანელ ხაიმე ალგერსუარის.

ბოლო დროს "ტორო როსოსთან" დაკავშირებით გაჩნდა ჭორი - წარმატებული ტესტების შემდეგ "რედ ბულის" ხელმძღვანელობა "ტორო როსოში" თავისი პროტეჟეს - დანიელ რიკარდოს მიყვანას აპირებს. მაშინ ამბობდნენ, რომ ავსტრალიელი რიკარდო იტალიურ საჯინიბოში სებასტიან ბუემის შეცვლიდა. ეს ვარიანტი ირიბად დაადასტურა გუნდის ხელმძღვანელმა ფრანც ტოსტმა, როცა უარი თქვა პილოტებთან დაკავშირებით კომენტარზე. "ფორმულა 1-ში არასოდეს იცით რა მოხდება, - განაცხადა მან. - ჩვენი მთავარი პრიორიტეტი - ავტომობილია, რაც შეეხება პილოტების საკითხს - ვნახოთ, რა ვარიანტს ავირჩევთ".

საბოლოოდ, ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, როცა "ტორო როსომ" სულ ცოტა ხნის წინ სარეზერვო პილოტის კონტრაქტი გაუფორმა რიკარდოს. იმავე პრეს-რელიზში იტყობინებიან, რომ "გუნდმა მიზანშეწონილად არ ჩათვალა ძირითადი პილოტების შეცვლა".

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფერარი ყველას ოცნებაა. რაც შეეხება ფეტელის გადასვლას არ ეგონოს რომ იქაც ეგრე ფეხქვეშ გაეგებიან როგორც რედბულში მაგის გამო მარკი ვერ გახდა ჩემპიონი, მე ვთვლი რომ ფერარის დამსახურებულად ყავს ალონსო, ფეტელის უნდა მაგრამ უნდა კი ფერარის ვეტელი
avtuko
16:07 04-12-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული