ეს უკვე რეალურია: ქალი დიდ ცირკში

AutoSharing Option
წელს, ბოლო 22 წლის განმავლობაში პირველად, ფორმულა 1-ის ბოლიდის საჭესთან, შესაძლოა, ქალი პილოტი ვიხილოთ. შოტლანდიელი სიუზი ვოლფი აპირებს ბრიტანეთის გრანპრიზე, პარასკევის თავისუფალ პრაქტიკაში მიიღოს მონაწილეობა.

"უილიამსის" პრესსამსახურში იტყობინებიან, რომ შოტლანდიელი ისევ დაეხმარება ბრიტანულ საჯინიბოს ბოლიდის დახვეწაში და ის ამ როლში პარტნიორობას გაუწევს გუნდის ახალ ტესტ-პილოტს, ფელიპე ნასრს.

გუნდში უკვე დაადასტურეს, რომ ქალი-პილოტი "უილიამსის" საჭესთან ორჯერ დაჯდება - ლაპარაკია ბრიტანეთისა და გერმანიის ეტაპების თავისუფალ პრაქტიკებზე. გარდა ამისა, სიუზი ერთ-ერთ სატესტო დღესაც იმუშავებს "უილიამსის" მანქანასთან.

ვოლფი DTM-ის სერიის ყოფილი პილოტია და მან
შარშან მიიღო მონაწილეობა ახალგაზრდულ ტესტებში; აგრეთვე, იმუშავა შარშანდელი მანქანით გასული წლის ოქტომბერში.

"ძალიან მადლიერი ვარ იმ ნდობისთვისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც გუნდმა გამომიცხადა,
- განაცხადა სიუზიმ. - წლევანდელი სეზონი ჩემთვის გარდამტეხი უნდა გახდეს.

გუნდში ჩემი როლი მუდმივად იზრდება, კულმინაცია კი შეიძლება ვუწოდოთ შარშანდელ ახალგაზრდულ ტესტებსა და აეროდინამიკურ გამოცდებს.

პარასკეობით გრანპრის რანგში ტრასაზე გასვლა და ტესტებზე მუშაობა - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინ და მოუთმენლად ველი მომენტს, როცა FW36-ის საჭესთან მიხილავთ"
.

ცნობისთვის, სიუზი ვოლფი Mercedes Motorsport-ის დღევანდელი შეფის, ტოტო ვოლფის მეუღლეა. ეს უკანასკნელი "უილიამსის" ერთ-ერთი თანამფლობელი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ქალი-პილოტი, რომელმაც ოფიციალურად მიიღო მონაწილეობა ფორმულა 1-ის სარბოლო უქმეებში, ჯოვანა ამატი იყო. 1992 წელს მან კვალიფიკაცია ვერ გაიარა აშკარად სუსტი "ბრებემის" მანქანით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული