FW37-ის საჭესთან მუშაობა მიანდეს სიუზი ვოლფს და ეს მისი პირველი ნაცნობობა იყო "უილიამსის" ახალ მანქანასთან. მართალია, ეს მხოლოდ სარეკლამო გადაღება იყო, მაგრამ სიუზი, როგორც გუნდის ოფიციალური ტესტ-პილოტი, საჭირო გამოცდილებას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის სეზონში ვოლფი სარბოლო უქმეებისას პარასკევის რამდენიმე ოფიციალურ ვარჯიშში მიიღებს მონაწილეობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"