"რედ ბულის" პილოტმა მარკ უებერმა 2010 წლის ჩემპიონატის ბოლო ოთხი რბოლა მძიმე ტრავმით ჩაატარა - ავსტრალიელს მხარი ჰქონდა მოტეხილი. ამის შესახებ პილოტმა თავის ახალ წიგნში (Up front: a season to remember) დაწერა. უებერის თქმით, "რედ ბულის" ხელმძღვანელობამ ამ დაზიანების შესახებ არაფერი იცოდა.
უებერმა მხარის ტრავმა იაპონიის გრან-პრის წინ, სამთო ველოსიპედით სეირნობისას მიიღო. პილოტის მეგობარი, რომელიც წინ მიდიოდა, მოულოდნელად დაეცა, რის გამოც მარკმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ველოსიპედიდან გადავარდა. სუზუკაში ჩასულმა უებერმა გადაწყვიტა ხელმძღვანელობისთვის არაფერი ეთქვა. ტრავმის შესახებ მხოლოდ მისმა პირადმა
"სუზუკა - ურთულესი ტრასაა და მოხარული ვიყავი, რომ ამინდის გამო კვალიფიკაცია ერთი დღით გადადეს, - წერს უებერი. - ამის წყალობით დამატებითი დასვენების დღე მივიღე და ყველაფერი კარგად დასრულდა". იაპონიაში უებერმა მეორე ადგილი დაიკავა სებასტიან ფეტელის შემდეგ.
ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ეტაპით ადრე უებერი ლიდერობდა საერთო ჩათვლას, მაგრამ კორეაში ტრასიდან გადავარდა და უპირატესობა გაფლანგა. ჩემპიონატი მან მესამე ადგილზე დაასრულა.
2008 წლის ბოლოს ასევე სამთო ველოსიპედიდან გადმოვარდნის შემდეგ უებერმა ფეხი და მხარი მოიტეხა. ამის გამო მან 2009 წლის სეზონი დიდი გაჭირვებით ჩაატარა. სხვათა შორის, ავსტრალიელმა მაშინაც დამალა მხარის ტრავმა, რადგან ამას, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა მისი მომავალი კარიერა.