ესეც რეკლამაა

AutoSharing Option

სულ ცოტა ხნის წინ, ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი მძარცველების ძალადობის მსხვერპლი გახდა, მაგრამ მძიმე ტრავმების მიუხედავად, ბრიტანელმა მილიარდერმა არ დაივიწყა იუმორის გრძნობა და ბიზნესმენის ნიჭი. კერძოდ, ბერნიმ ფოტოები გადაიღო Hublot-ის საათის რეკლამისთვის. ეს კომპანია ფორმულა 1-ის ოფიციალური პარტნიორი გახლავთ.

მძარცველების მიერ გატაცებულ ნივთებს შორის Hublot-ის საათიც იყო. სწორედ ეს ფაქტია გამოყენებული სარეკლამო პლაკატში: მასზე გამოსახულია ნაცემი ექლსტოუნის ფოტო, რომელიც თავდასხმიდან მეორე დღეს არის გადაღებული. ქვემოთ წარწერაა: "შეხედეთ, რას კადრულობს ხალხი Hublot-ის გამო". ეს რეკლამა ამ კვირის ბოლოს გაჩნდება

გაზეთებში - Financial Times-სა და International Herald Tribune-ში.

ექლსტოუნზე თავდასხმა 25 ნოემბერს მოხდა. ლონდონში მის სახლთან დადარაჯებულმა მძარცველებმა ბერნი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მას და მის მეგობარ გოგონას ფაბიანა ფლოზის ფული და ძვირფასეულობა წაართვეს. გატაცებული ნივთების საერთო ღირებულება 200 ათას ფუნტს შეადგენს.

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
დაცვას მიხედე ბერნი, დაცვას მემგონი ამ კაცს ბევრი მტერი ყავს, ადრე მანქანაზე საბურავები მოპარეს მახსოვს, ეს უფრო დაცინვა იყო ვიდრე ძარცვა. აი ეხლა კი გაუერთიანს ცხვირპირი,
avtuko
17:20 08-12-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული