ფერნანდო ალონსო: მომავალ ჩემპიონატში ოთხი ფავორიტი იქნება

AutoSharing Option

2010 წლის სეზონის ვიცე-ჩემპიონი ფერნანდო ალონსო აცხადებს, რომ მომავალ ჩემპიონატში ტიტულისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბული იქნება, რადგან წამყვან ტრიოს - "რედ ბულს", "ფერარისა" და "მაკლარენს" "მერსედესიც" შეუერთდება.

გერმანული საჯინიბო, რომელიც 2009 წლის ტრიუმფატორი გუნდის - "ბრაუნ გრან-პრის" მემკვიდრე გახდა, 2010 წელს ერთ-ერთი მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ "მერსედესის" უმაღლესი მიღწევა ნიკო როსბერგის რამდენიმე საპრიზო ადგილი. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ალონსო მიიჩევს, რომ ახალგაზრდა გერმანელი და მისი ლეგენდარული თანაგუნდელი მიხაელ შუმახერი 2011 წელს მხოლოდ საპრიზო ადგილებით არ დაკმაყოფილდებიან.

ფერნანდო აცხადებს, რომ

მოუთმელად ელის ახალი სეზონის დაწყებას: "ძალიან მინდა ყველაფრის თავიდან დაწყება. ვფიქრობ, მომავალ წელს ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბული იქნება, რადგან დარწმუნებული ვარ: ჩემპიონობისთვის არა სამი, არამედ ოთხი გუნდი იბრძოლებს".

სებასტიან ფეტელის ტრიუმფით დასრულებული სეზონის შესახებ ალონსომ შემდეგი განაცხადა: "მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატი ვერ მოვიგეთ, ამაყი ვარ იმით, რასაც ჩემმა გუნდმა ამ სეზონში მიაღწია. პირველობა არც ისე სწრაფი მანქანით დავიწყეთ, მაგრამ ბოლო რბოლამდე ჩემპიონობის რეალური შანსი გვქონდა. ტაქტიკურმა შეცდომამ დაგვაღალატა.. მაგრამ ასეთ დაძაბულ ეტაპებზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს - ეს ხომ სპორტია და არა ბანალური არითმეტიკა".



მერსედესი პიტსტოპების ჩემპიონია

საინტერესო ანალიზი შემოგვთავაზა გერმანულმა გამოცემა Auto Motor und Sport-მა. მან გაარკვია, რომ 2010 წელს ყველაზე სწრაფად პიტს-სტოპებს "მერსედესი" ასრულებდა.

ბოქსებში საწვავის ჩამატების აკრძალვის შემდეგ, პიტ-სტოპების დროს მექანიკოსების სამუშაო საბურავების შეცვლით შემოიფარგლება. მიუხედავად იმისა, რომ სეზონში ყველაზე სწრაფი პიტ-სტოპი "რედ ბულს" ჰქონდა (მონცაზე 2.9 წამი სებასტიან ფეტელის მანქანაზე)., საერთო ჯამში ყველაზე სწრაფად თავიანთ პილოტებს გერმანული "მერსედესი" ემსახურებოდა. მათ საუკეთესო დრო სეზონის რვა რბოლაში დააფიქსირეს.

მეორე ადგილზეა "რედ ბული" ექვსი უსწრაფესი პიტ-სტოპით, მესამეზე - "ფერარი", რომლის მექანიკოსებმა სამ ეტაპზე აჩვენეს საუკეთესო დრო.

ყველაზე ნელ ტემპში "ლოტუსისა", HRT-ისა და "რენოს" ტექნიკური ჯგუფი მოქმედებდა. თანაც, "ლოტუსმა" ხუთჯერ აჩვენა პიტ-სტოპზე ყველაზე ნელი დრო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული