იყიდება მიხაელ შუმახერის "ბენეტონი"

AutoSharing Option
ბოლიდი Benetton-Ford B191B, რომლითაც ლეგენდარულმა მიხაელ შუმახერმა 1992 წელს მექსიკის გრანპრიზე თავისი პირველი პოდიუმი მოიპოვა, აუქციონზე გაიყიდება.

ლოტის სასტარტო ფასია 384 ათასი ევრო. საინტერესოა, რომ ეს ბოლიდი მთლიანად მუშა მდგომარეობაშია. ვაჭრობა 30 ნოემბერს ლონდონში, Bonhams-ის სააუქციონო სახლშია დაგეგმილი.

"ბენეტონის" მეექვსე შასი, რომელმაც შუმახერს პირველი პოდიუმი მოუტანა, დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ ამით ისტორია არ სრულდება. ეს აგრეთვე ის ავტომობილია, რომლითაც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ნელსონ პიკემ 1991 წელს ადელაიდაში თავისი ბოლო გრანპრი ჩაატარა", - განაცხადა Bonhams-ის წარმომადგენელმა ჯეიმს ნაიტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული