"რედ ბული" და Spice Girls ერთიანდებიან

AutoSharing Option
პოპულარული ბრიტანული პოპ-ჯგუფის, Spice Girls-ის ყოფილმა წევრმა ჯერი ჰოლიუელმა ავსტრიული საჯინიბოს, "რედ ბულის" შეფთან, კრისტიან ჰორნერთან ნიშნობის შესახებ გამოაცხადა. ამ ინფორმაციას ბრიტანული გაზეთი The Guardian-ი ავრცელებს.

42 წლის ჰოლიუელისა და 40 წლის ჰორნერის ქორწილის თარიღი ჯერ არ დაზუსტებულა.

ჯერი და კრისტიანი ხუთი წელია იცნობენ ერთმანეთს, თუმცა მხოლოდ 2014 წლის გაზაფხულიდან დაიწყეს შეხვედრა. ჰორნერი 14 წელი სამოქალაქო ქორწინებაში იყო ბევერლი ალენთან და მათ ქალიშვილი ჰყავთ. ჯერი ჰოლიუელიც ასევე რვა წლის ქალიშვილს ზრდის.

ჰორნერი 2005 წლიდან უდგას სათავეში "რედ ბულს". "სამეფო რბოლებში"
გატარებული ცხრა სეზონის განმავლობაში ავსტრიულმა საჯინიბომ ოთხჯერ მოიგო კონსტრუქტორთა თასი.

ჰოლიუელმა 90-იანი წლების შუაში გაითქვა სახელი, როგორც ჯგუფ Spice Girls-ის წევრმა, შემდეგ კი წარმატებული სოლო-კარიერა ჰქონდა. მომღერალი ოთხჯერ იყო ნომინირებული Brit Awards-ის პრემიაზე, ბრიტანულ ჰიტ-აღლუმებში პირველ ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო გაყიდული ალბომების საერთო რიცხვმა ოთხი მილიონი შეადგინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული