ფორმულა 1: "მაკლარენი" უკვე 2015 წელშია

AutoSharing Option
ორი დღის წინ, ბრიტანეთის "სილვერსტოუნზე" "მაკლარენმა" პირველი ტესტები ჩაატარა გარდამავალი ბოლიდით - მანქანის შასის წლევანდელ ვერსიას დამატებული ჰქონდა "ჰონდას" ახალი ძრავა.

ბრიტანულმა საჯინიბომ გამოიყენა წესებით დაშვებული გადასაღები დღე პარტნიორებისთვისა და სპონსორებისთვის, რათა შეემოწმებინა ძალისმიერი აგრეგატის სისტემების საბაზო ფუნქციონირება. წესის მიხედვით, ასეთ დღეს აკრძალულია ბოლიდით 100 კილომეტრზე მეტის გავლა, მაგრამ პირველი შემოწმებისთვის ესეც საკმარისი იყო.

სავარაუდოდ, გუნდი ამ შასის ტესტებზეც გამოიყენებთ, რომელიც აბუ დაბიში მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის ბოლო ეტაპის შემდეგ
დაიწყება. როგორც იცით, "მაკლარენსა" და "მერსედესს" შორის კონტრაქტი 23 ნოემბერს იწურება და ბრიტანული გუნდი მომავალი სეზონისთვის "ჰონდას" ძრავებით აღიჭურვება.

"კატერჰემი" აბუ დაბიში იქნება
გაირკვა, რომ საჯინიბო "კატერჰემი", რომელმაც ფინანსური პრობლემების გამო მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო ორი ეტაპი გამოტოვა, აბუ დაბიში სეზონის დასკვნით რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ განაცხადა "კატერჰემის" კრიზისულმა მენეჯერმა ფინბარ ო'კონელმა.

"ჩვენ სერიოზული გამოწვევა მივიღეთ, მაგრამ ის ამად ღირს! სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში გულშემატკივრებმა შეუძლებელი შეძლეს. ვიცოდით, რომ გუნდის მხარდაჭერისა და შესაძლო მყიდველების მოზიდვის საუკეთესო ხერხი იქნებოდა იმის დემონსტრირება, რომ გუნდი კვლავაც მწყობრშია და სეზონის ფინალურ გრანპრიზე აპირებს გამოსვლას. რთულია მონახო სიტყვები, რათა მადლობა გადავუხადოთ გულშემატკივრებს, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს. ჩვენ მივემგზავრებით აბუ დაბიში იმის საჩვენებლად, რომ ამ გუნდს აქვს მომავალი", - განაცხადა ო'კონელმა.

შეგახსენებთ, რომ "კატერჰემმა" აბუ დუბის გრანპრიში მონაწილეობისთვის საჭირო თანხის შეგროვების აქცია წამოიწყო და გულშემატკივრებს შორის მოაგროვა კიდეც ეს თანხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული